2025 წლის 4 ოქტომბერს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები გაიმართება

2025 წლის 4 ოქტომბერს მუნიციპალიტეტის ორგანოთა გაიმართება
2025 წლის 4 ოქტომბერს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები გაიმართება. საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერით გამოცემული განკარგულება არჩევნების დანიშვნის შესახებ ძალაში დღეს შევიდა.
დღესვე ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომა გაიმართა. კომისიამ ოთხი ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი დაამტკიცა, ასევე განსაზღვრა არჩევნებთან დაკავშირებული სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხი.
როგორც სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა, ოთხ ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეები აირჩევენ 64 საკრებულოს 2 058 წევრს, როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული სისტემით და 64 მერს.
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს არჩევნები, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარდება – ამომრჩეველთა თითქმის 90% საკუთარ არჩევანს ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენებით დააფიქსირებს. ქვეყნის მასშტაბით სულ გაიხსნება 3051 საარჩევნო უბანი, რომელთაგან 2284 უბანზე კენჭისყრა ელექტრონული, ხოლო 767 უბანზე ტრადიციული წესით ჩატარდება.
„საარჩევნო ადმინისტრაციამ უკვე დაიწყო კანონმდებლობით განსაზღვრული საარჩევნო პროცედურების განხორციელება. დღეიდან მოქმედებს ყველა ის საკანონმდებლო მოთხოვნა, დაშვება თუ აკრძალვა, რაც არჩევნების დანიშვნას უკავშირდება. ასევე, დღეიდან ამოქმედდა წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) წარმოების წესები და საბიუჯეტო თანხების, თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენების აკრძალვასთან დაკავშირებული ნორმები.
საარჩევნო ადმინისტრაცია იხელმძღვანელებს კანონის უზენაესობის, პოლიტიკური ნეიტრალიტეტისა და პროფესიონალიზმის პრინციპების დაცვით და საქმიანობას განახორციელებს ქცევის მაღალი ეთიკური სტანდარტებით. ამასთანავე, არჩევნებში ჩართულ ყველა დაინტერესებულ მხარეს მოვუწოდებთ, აქტიურად ჩაერთონ, დააკვირდნენ და ობიექტურად და სამართლიანად შეაფასონ საარჩევნო პროცესი“,-განაცხადა ნათია იოსელიანმა.
Previous: არ დარჩა პროპაგანდისტების არც ერთი პლატფორმა, რომ გუშინდელი წერილის გამო ზაზა შათირიშვილისთვის ტალახი არ ესროლა. მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ადამიანი ქართველ ხალხს ეუბნება მწარე სიმართლეს და ეს სიმართლე არ მოსწონთ იმ ძალებს, რომლებიც საფუძველს უყრიან ნგრევას, ომებს, ლგბტ პროპაგანდას

ასევე დაგაინტერესებთ

გარდა იმისა, რომ სახეზეა პოლიტიკური კურუფცია, როდესაც გერმანიის ელჩზე აქვს ხაზარაძეს სახლი მიქირავებული, გაირკვა, რომ ის წლების მანძილზე არ იხდიდა გადასახადებს გაქირავებით მიღებული შემოსავლებიდან

არ დარჩა პროპაგანდისტების არც ერთი პლატფორმა, რომ გუშინდელი წერილის გამო ზაზა შათირიშვილისთვის ტალახი არ ესროლა. მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ადამიანი ქართველ ხალხს ეუბნება მწარე სიმართლეს და ეს სიმართლე არ მოსწონთ იმ ძალებს, რომლებიც საფუძველს უყრიან ნგრევას, ომებს, ლგბტ პროპაგანდას