2025 წლის 20 ოქტომბრის მონაცემებით, სახელმწიფოს საკუთრებაში სხვადასხვა ანგარიშზე ჯამში 6.9 მლრდ ლარის ნაᲨთია, იანვარ-სექტემბრის ბიუჯეტის შემოსავლები 102.5 %-ით შესრულდა – ამას ვწერ იმიტომ, რომ ეკონომიკაც უზარმაზარი ფაქტორია რომელიც პოლიტიკაზე და სოციალურ სტრუქტურაზე ახდენს გავლენას და Ჩვენ არც ამას ვიმᲩნევთ

2025 წლის 20 ოქტომბრის მონაცემებით, სახელმწიფოს საკუთრებაში სხვადასხვა ანგარიშზე ჯამში 6.9 მლრდ ლარის ნაᲨთია, იანვარ-სექტემბრის ბიუჯეტის შემოსავლები 102.5 %-ით შესრულდა – ამას ვწერ იმიტომ, რომ ეკონომიკაც უზარმაზარი ფაქტორია რომელიც პოლიტიკაზე და სოციალურ სტრუქტურაზე ახდენს გავლენას და Ჩვენ არც ამას ვიმᲩნევთ
2025 წლის 20 ოქტომბრის მონაცემებით, სახელმწიფოს საკუთრებაში სხვადასხვა ანგარიᲨზე ჯამში 6.9 მლრდ ლარის ნაშთია. 2025 წლის იანვარ-სექტემბრის სახელმწიფო ბიუჯეტის Შემოსავლები 102.5 %-ით შესრულდა. 2025 წლის 1 იანვარს 1.4 მილიარდი ლარი იყო სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთი, 20 ოქტომბერს 2.8 მლრდ ლარია, – წერს “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრი, ნიკა ობოლაძე, სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წელს ისტორიულ რეკორდზეა, მშპ (მთლიანი შიდა პროდუქტი) კი ერთ სულ მოსახლეზე ისტორიაში პირველად, 10 000 დოლარს გადააჭარბებს. ობოლაძე განმარტავს, რომ ეკონომიკა პოლიტიკაზე და სოციალურ სტრუქტურაზე დიდ გავლენას ახდენს, რასაც ხელისუფლების ოპონენტები არ იმჩნევენ. “2025 წლის 20 ოქტომბრის მონაცემებით, სახელმწიფოს საკუთრებაში სხვადასხვა ანგარიშზე ჯამში 6.9 მლრდ ლარის ნაშთია. 2025 წლის იანვარ-სექტემბრის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები 102.5 %-ით შესრულდა. 2025 წლის 1 იანვარს 1.4 მილიარდი ლარი იყო სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთი, 20 ოქტომბერს 2.8 მლრდ ლარია.
500 მლნ $ -ად ოქრო რომ იყიდა ერ. ბანკმა, ახლ იმ ოქროს ფასი 900 მლნ $-ს აჭარბებს და წლის დასაწყისიდან დღემდე რეზერვები 1.5 მლრდ $-ით, 5.5 მლრდ $ მდე არის გაზრდილი. თუმცა არის ეკონომიკური ზრდის შენელება და ზოგიერთი გადასახადი საპროგნიზო მაᲩვენებელზე მცირედით ნაკლები ამოვიდა, ეკონომიკური კოლაფსის ნიშნები არ არის. 3 წელი დაბალი მაჩვენებლის ფონზე, ზომიერად გაზრდილი ინფლაცია საბიუჯეტო შემოსავლებს აწი მხოლოდ დაეხმარება. ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წელს ისტორიულ რეკორდზეა. 2025 წელს მშპ ერთ სულ მოსახლეზე ისტორიაში პირველად 10 000 $ გადააჭარბებს. ამას ვწერ იმიტომ რომ ‘აბა ომი გინდათ'-ის გარდა, ეკონომიკაც უზარმაზარი ფაქტორია რომელიც პოლიტიკაზე და სოციალურ სტრუქტურაზე ახდენს გავლენას და ჩვენ არც ამას ვიმჩნევთ.” – წერს ნიკა ობოლაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – საერთოდ დაკარგული აქვს კონკრეტულ ქვეყნებსაც და მთლიანად ევროპულ ბიუროკრატიასაც საკუთარი სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა, აცხადებენ, რომ თურმე ის ევროინტეგრაცია შეგვიჩერებია ჩვენ 27 ნოემბერს, რომელიც მათ შეაჩერეს 27 ივნისს, ასეთ აბსურდში როცა შედიხარ, ეს ნიშნავს, რომ მთლიანად მოქმედებ არაფორმალური მმართველობის ქვეშ

პრემიერი ვიზალიბერალიზაციის შესაძლო გაუქმებაზე – ქართველ ხალხს ვერ პატიობენ კონკრეტული ბიუროკრატები, მათ უკან მდგომი არაფორმალური მმართველები იმას, რომ არ დააბრუნეს ხელისუფლებაში “კოლექტიური ნაცმოძრაობა”, ამის გამო მუდმივი შანტაჟის ქვეშ ცდილობენ ამყოფონ ჩვენი საზოგადოება, რაც უბრალოდ უსამართლო მიდგომაა და არც ჭრის

„იგლ ჰილსის“ პროექტის გარშემო წარმოებული დისკუსია არის ცარიელი გზავნილები კონკრეტული ფაქტების, არგუმენტების გარეშე, რაც ძალიან სამწუხაროა, ძალიან კარგად იცის ყველამ, რატომ ექვემდებარება ასეთი ტიპის ხელშეკრულებები გასაიდუმლოებას და ასეთ სპეკულირებას მეტყველებს ამ ადამიანების არაკეთილსინდისიერებაზე

პრემიერი “იგლ ჰილსის” პროექტზე – პროექტი და ხელშეკრულება არის აბსოლუტურად უნაკლო, დაახლოებით 11 მლრდ ლარი იქნება ჯამური ეფექტი ქვეყნის ეკონომიკაზე, ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს, საუბარი არაბიზაციაზე არის წმინდა წყლის უხეში სპეკულაცია