2025 წლის 11 თვეში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა დაახლოებით 2.1 მილიარდი დოლარი შეადგინა – საერთაშორისო რეზერვების მოცულობამ 5.8 მილიარდ დოლარს გადააჭარბა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარების შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკი აგრძელებს საერთაშორისო რეზერვების შევსებას.
კერძოდ, აღნიშნავენ, რომ ნოემბერში სებ-მა Bmatch პლატფორმაზე განხორციელებული ინტერვენციების შედეგად სავალუტო რეზერვები 308.2 მილიონი დოლარით შეავსო და ქვეყნის საერთაშორისო რეზერვების მოცულობა ნოემბრის მდგომარეობით 5.8 მლრდ დოლარს აჭარბებს.
„საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. შესაბამისად, სებ-ი ყოველთვის კონცენტრირებულია რეზერვების შევსებაზე, რასაც ადასტურებს ბანკის გაცხადებული პოლიტიკა. როდესაც ბაზარი ამის შესაძლებლობას იძლევა ეროვნული ბანკი ქვეყნის საერთაშორისო რეზერვებს ზრდის.
ამასთან, 2025 წლის სებ-ის მიერ განხორციელებული სავალუტო ინტერვენციები ასე გამოიყურება:
იანვარ-თებერვალი-Bmatch-ით წმინდა შესყიდვა არ განხორციელებულა
მარტი – Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 101.7 მილიონი დოლარი
აპრილი – Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 266.4 მილიონი აშშ დოლარი
მაისი – Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 245.4 მილიონი აშშ დოლარი
ივნისი – Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 266.0 მილიონი აშშ დოლარი
ივლისი – Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 416.9 მილიონი აშშ დოლარი
აგვისტო – Bmatch-ით წმინდა შესყიდვა – 199.6 მილიონი აშშ დოლარი
სექტემბერი – Bmatch-ით წმინდა შესყიდვა – 100.0 მილიონი აშშ დოლარი
ოქტომბერი – Bmatch-ით წმინდა შესყიდვა – 167.4 მილიონი აშშ დოლარი
ნოემბერი – Bmatch-ით წმინდა შესყიდვა – 308.2 მილიონი აშშ დოლარი
საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე განხორციელებული ოპერაციების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2025 წლის 26 იანვარს გამოაქვეყნებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.