2025 წლის 11 დღეში, ავარიულად მეოთხე რუსული ხომალდი დაეშვა – The Moscow Times

11 იანვარს მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში ავარიულად დაეშვა ავიაკომპანია UTair-ის თვითმფრინავი, რომელიც მოსკოვიდან დუბაიში მიფრინავდა.
გამოცემა The Moscow Times-ის ცნობით, ეს 2025 წლის 12 დღეში რუსული ავიახაზების თვითმფრინავების რიგით მეოთხე ავარიული დაშვებაა.
როგორც ავიაკომპანია Utair-ში განაცხადეს, თვითმფრინავის გადაუდებელი დაბრუნების მიზეზი გახდა „ჰიდრავლიკური სითხის დონის ცვლილება“. სერვის Flightradar24-ის ცნობით, თვითმფრინავმა ფრანის მიმართულება ბაქოს რაიონში შეცვალა და უკან მოსკოვში დაბრუნდა.
7 იანვარს UTair-ის Boeing 737, რომელიც სანკტ-პეტერბურგიდან სამარყანდში მიფრინავდა, ასევე იძულებული გახდა გაუმართაობის გამო ვნუკოვოს აეროპორტში დაშვებულიყო. ხოლო, 4 იანვარს ორ რუსულ თვითმფრინავს შეექმნა ტექნიკური პრობლემები ფრენების დროს.
შეგახსენებთ, 2022 წელს ში ს შეჭრის შემდეგ, დასავლეთის ქვეყნებმა სანქციები დაუწესეს რუსეთის ფედერაციას, რამაც მნიშვნელოვნად იმოქმედა რუსეთის საავიაციო ინდუსტრიაზე და გახშირდა რუსული ავიაკომპანიების ხომალდების პრობლემური ფრენა.