2025 წლის 10 თებერვლიდან 15 მარტის ჩათვლით ქოლგა თბილისი ფოტოს ფარგლებში მიმდინარეობს

2025 წლის 10 თებერვლიდან 15 მარტის ჩათვლით ქოლგა თბილისი ფოტოს ფარგლებში მიმდინარეობს მასშტაბური, საერთაშორისო ფოტოკონკურსი „ქოლგა“. ფოტო კონკურსის გამარჯვებულებს ტრადიციულად საერთაშორისო ჟიური გამოავლენს.
2025 წლის ნომინაციებია:
· დოკუმენტური სერია
· რეპორტაჟი
· კონცეპტუალური ფოტოპროექტი
· საუკეთესო ერთი კადრი/Single Image/
· მობილური ფოტო
კონცეპტუალურ სერიაში ასევე დაშვებულია ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნილი პროექტების მონაწილეობაც.
ჟიურის წევრები არიან:
· ნაიჯელ დიკინსონი /დიდი ბრიტანეთი/
· თინა შელჰორნი /გერმანია/
· ვოლფგანგ ცურბორნი /გერმანია/
· რიჩარდ ბრამი //
· დინა ოგანოვა /საქართველო/
· ვინს ჩიანი /აშშ/
საპრიზო ფონდი 6000 დოლარი, პირველ სამ ნომინაციაში გამარჯვებულებს თითოეულს 1500-1500 დოლარი გადაეცემათ. საუკეთესო ერთი კადრის ნომინაციაში გამარჯვებულს 1000, ხოლო მობილური ფოტო ნომინაციაში გამარჯვებულს – 500 დოლარი.
“ქოლგა თბილისი ფოტო” 2025 წლის გამარჯვებულები გამოცხადდებიან 2025 წლის 2 მაისს.
“ქოლგა თბილისი ფოტო” 2 მაისიდან უმასპინძლებს ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებს.