ხელოვნური ინტელექტი ამცირებს საწყისი დონის სამუშაო ადგილებს. კომპიუტერული მეცნიერებების კურსდამთავრებულები, რომლებიც დიდ ტექნოლოგიურ კომპანიაში მუშაობაზე ოცნებობდნენ, ნათლად ხედავენ, როგორ იმსხვრევა მათი მოლოდინები.
შრომის ბაზარი დაუნდობელია და ხელოვნური ინტელექტი 2025 წლის კურსდამთავრებულებისთვის გარემოს უფრო რთულს ხდის.
თუმცა forbes-ი იმ უნარების შესახებ წერს, რომლებიც დამწყებ მუშაკებს მათი სასურველი სამსახურის მოპოვებაში და ხელოვნურ ინტელექტთან ერთად, ეფექტურ მუშაობაშ დაეხმარება.
გამოცემის ცნობით, დამსაქმებლები აცხადებენ, რომ სხვადასხვა ინდუსტრიაში კვალიფიციური მუშახელის მნიშვნელოვანი დეფიციტია. მათ შორის, ისეთ პროფესიებში, როგორიცაა პროგრამული უზრუნველყოფა, მონაცემთა ანალიტიკოსი, დიზაინი, პროდუქტის მენეჯმენტი, მარკეტინგი, მომხმარებელთა მომსახურება და სხვა.
Huntr-ის “დასაქმების ძიების ტენდენციების 2025 წლის მეორე კვარტლის“ ანგარიშის თანახმად, პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ხარვეზი ღრუბლოვანი პლატფორმებია, სადაც დეველოპერების რეზიუმეების მხოლოდ 0.07%-ში არის მითითებული ეს უნარი.
ღრუბლოვანი პლატფორმების ცოდნა აღმოჩნდა ყველაზე დიდი ხარვეზი მონაცემთა ანალიტიკაშიც.
ასევე ყველაზე დიდი დეფიციტია კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით.
Huntr-ის ანგარიშის თანახმად, შრომის ბაზარზე ყველაზე დეფიციტური შემდეგი უნარებია და ამასთან ყველაზე ანაზღაურებადიც:
· პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება – ღრუბლოვანი პლატფორმის უნარები
· მონაცემთა ანალიტიკის – ღრუბლოვანი პლატფორმის უნარები
· დიზაინი – პორტფელიოს უნარები
· პროდუქტის მენეჯმენტი – პროდუქტის მართვის ძირითადი ექსპერტიზა
· ადმინისტრაციული უნარები – Microsoft Office (დამსაქმებლები ეძებენ მოწინავე უნარების მქონე ადამიანებს, განსაკუთრებით Copilot-ის გამოჩენასთან ერთად)
· მომხმარებელთა წარმატების ექსპერტი
აღსანიშნავია, რომ ამ უნარების შეძენა მარტივი და იაფია… მათ მისაღებად ხარისხიც კი არ გჭირდებათ.
შეგიძლიათ გაიაროთ ინტენსიური ტექნიკური ტრენინგი ან დაესწროთ სპეციალიზებულ კურსს და მიიღოთ საჭირო ცოდნა, რაც სხვა თქვენს კოლეგებთან შედარებით დიდ უპირატესობას მოგცემთ.
forbes -ი წარმოგვიდგენს უფასო კურსებს 2025 წელს მოთხოვნადი უნარების დასაუფლებლად:
აქ მოცემულია რამდენიმე უფასო კურსი და სერტიფიკატი, რომელთა გავლაც შეგიძლიათ ზემოთ ჩამოთვლილ სფეროებში უნარების გასაუმჯობესებლად – იქნება ეს პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერი, UX დიზაინერი, მონაცემთა ანალიტიკოსი თუ სხვა პროფესიონალი.
უფასო ღრუბლოვანი უნარების კურსებს IBM SkillsBuild გთავაზობთ.
Oracle-ის უნივერსიტეტს ღრუბლოვანი უნარების უფასო სასერტიფიკაციო კურსები აქვს. კურსის გავლა ნებისმიერს შეუძლია. არის შესაძლებლობა მიიღოს სამკერდე ნიშნები, სერთიფიკატები, მოიგოს პრიზები და მოხვდეს რეიტინგში.
უფასო კურსები მოიცავს ყველაფერს, ხელოვნური ინტელექტიდან დაწყებული ღრუბლითა და მონაცემებით დამთავრებული.
ღრუბლოვანი კურსები და სერთიფიკატები მოიცავს:
· OCI (Oracle Cloud Infrastructure)-ის საფუძვლებს;
· OCI Multicloud Architect;
· OCI Developer;
· OCI DevOps და სხვა.
პორტფოლიოს უნარები
შექმენით და წარმოადგინეთ თქვენი პორტფოლიო უფასოდ ისეთ პლატფორმებზე, როგორიცაა:
· Canvas;
· Dribble;
· Notion.
ასევე შეგიძლიათ გაიაროთ LinkedIn Learning კურსები (უფასო საცდელი ვერსიით ან უფასო Premium წევრებისთვის), როგორიცაა პორტფოლიოს შექმნა Adobe Portfolio-ს გამოყენებით.
პროდუქტის მართვის უნარების უფასო კურსები: Product School
პროდუქტის სკოლა გთავაზობთ უფასო მიკროსერტიფიკაციის კურსებს როგორიცაა:
· პროდუქტის პრიორიტეტიზაციის მიკროსერტიფიკაცია (PPC);
· პროდუქტის ანალიტიკის მიკროსერტიფიკაცია;
· პროდუქტის გამოშვების მიკროსერტიფიკაცია.
Microsoft Office-ის უნარების უფასო კურსები: Microsoft Learn
Microsoft გთავაზობთ პრაქტიკული სასწავლო ვიდეოების და ეტაპობრივი სახელმძღვანელოების ფართო არჩევანს ყველა მისი აპლიკაციისთვის. ეს გამოადგება დეველოპერებს, სტარტაპის დამფუძნებლებს, კონსულტანტებს და ხელოვნური ინტელექტის ინჟინრებს.
ესენია:
· Agile Development-ში GitHub Copilot-ის გამოყენებით;
· Microsoft Teams;
· OneNote for Education.
წყარო: forbes.com bpn.ge
