2025 წლის სექტემბერში ფულადი გზავნილების ძირითად კონტრიბუტორებად და ევროკავშირის ქვეყნები რჩებიან – Tbc კაპიტალი

ს ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვის მიხედვით, 2025 წლის სექტემბერში ფულადი გზავნილების წლიურმა ზრდამ 13.7% შეადგინა – ზრდის ტემპი აგვისტოსთან შედარებით მნიშვნელოვნად აჩქარდა. როგორც ფინანსურ ბაზარზე აღნიშნავენ, გზავნილების ძირითადი წყაროებად კვლავ ევროკავშირი და რჩება, რომლებზეც ჯამური გადმორიცხვების 66% მოდის.
ტურიზმის მიმართულებით, 2025 წლის მესამე კვარტალში შემოსავლების ზრდამ 6.6% შეადგინა, ხოლო წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში – 5.1%.
სტატისტიკის მიხედვით, ბაზრის დივერსიფიკაცია გაიზარდა: გააქტიურდა ნაკლებად ტრადიციული მიმართულებები, მათ შორის ჩინეთი, ინდოეთი და უზბეკეთი, საიდანაც ვიზიტორების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.
საპირისპიროდ, ტრადიციულ ბაზრებში ტენდენციები განსხვავებულია – შემოსავლები მატებს ევროკავშირიდან, აზერბაიჯანიდან და განსაკუთრებით დან, მაშინ როცა დან შემოსავლების კლება ფიქსირდება, მიუხედავად ვიზიტორების გაზრდილი რაოდენობისა.
კაპიტალის მონაცემებით, არარეზიდენტების დანახარჯების ზრდის ტენდენცია კვლავ შენარჩუნებულია, თუმცა ოქტომბერში წლიური მატების მცირე შენელება შეინიშნებოდა.
ექსპერტების შეფასებით, უცხოური გზავნილების და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ერთობლივი ზრდა აგრძელებს გადმორიცხვებზე და მომსახურების ექსპორტზე დამოკიდებული ეკონომიკური სექტორების მხარდაჭერას, თუმცა მოსალოდნელია, რომ ზრდის ტემპი მომდევნო თვეებში თანდათან სტაბილიზდეს.