2025 წლის პირველ ნახევრში საქართველომ იმპორტულ ელექტროენერგიაში 25.3 მლნ აშშ დოლარი გადაიხადა

2025 წლის პირველ ნახევარში საქართველოში იმპორტირებული ელექტროენერგიის უდიდესი წილი რუსეთზე მოდის. უფრო კონკრეტულად, დროის ამ მონაკვეთში ელექტროენერგიის იმპორტის ყველაზე დიდი წილი 78.9% დან განხორციელდა, რომლის 58.6% ს მოხმარებისთვის იყო განკუთვნილი.
ამის შესახებ Galt&Taggart-ის მიმოხილვაშია ნათქვამი.
“ჯამურად, 2025 წლის პირველ ნახევრში იმპორტულ ელექტროენერგიაში გადახდილმა თანხამ 25.3 მლნ დოლარი შეადგინა, რაც საშუალოდ კვტ.სთ-ზე 2.6 აშშ ცენტია. აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის რეგიონისთვის იმპორტი სპეციალურ ფასად, კვტ.სთ-ზე 0.1 აშშ ცენტად ხორციელდება, რაც იმპორტის საშუალო ფასზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
დოკუმენტის თანახმად, 2025 წლის პირველ ნახევარში ელექტროენერგიის ექსპორტის მოცულობა წლიურად 41.4%-ით შემცირდა და 0.4 ტვტ.სთ შეადგინა. რაც შეეხება იმპორტს, იმავე დროის მონაკვეთში წლიურად 116.6%-ით გაიზარდა 1.0 ტვტ.სთ გახდა.
მათივე ცნობით, მთავარი საექსპორტო ბაზარი კვლავ თურქეთი იყო, ექსპორტის 81.6%-იანი წილით.
“ექსპორტის შემცირება უკავშირდება თურქეთის ბაზარზე ფასების კლების შედეგად ექსპორტიორების მხრიდან შემცირებულ ინტერესს. თურქეთის მიმართულებით ტოპ-3 ექსპორტიორი იყო: ბუქაფ სოლუშენზი, საქართველო ურბან ენერჯი და აჭარა ენერჯი 2007. თურქეთის მიმართულებით 52.6 გვტ.სთ-ის ექსპორტი განახორციელა საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ, რომლის მიზანიც იყო თურქეთთან ისტორიული ვალის დაფარვა.
აღსანიშნავია, რომექსპორტიდან მიღებული შემოსავლები თითქმის განახევრდა (-43.8% წ/წ) და 19.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, 2025 წლის პირველ ნახევარში. კლება უკავშირდება როგორც მოცულობის, ისე საექპორტო ფასის კლებას. ექსპორტის საშუალო ფასი წლიურად შემცირდა 4.0%-ით და კვტ.სთ-ზე 4.3 აშშ ცენტი შეადგინა. ტრანზიტი 2025 წლის პირველ ნახევარში საქართველოს გავლით თურქეთში 0.3 ტვტ.სთ ელექტრონერგიის ტრანზიტი განხორციელდა, რომლის 87.9% აზერბაიჯანიდან მოდიოდა, ხოლო დანარჩენი რუსეთიდან”, – ვკითხულობთ მიმოხილვაში.