მიმდინარე წელს ქვეყანაში კრევეტების იმპორტი მნიშვნელოვნადაა შემცირებული. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის პირველ ნახევარში ქვეყანამ 8.9 ტონა კრევეტები იყიდა, რაშიც 37.2 ათასი დოლარი გადაიხადა. 2024 წლის იანვარ-ივნისში კი ქვეყანაში 59.9 ტონა კრევეტების იმპორტი დაფიქსირდა. კლება 60%-ია.
2025 წლის 6 თვეში საქართველოში კრევეტების იმპორტი სულ სამი ბაზრიდან დაფიქსირდა, საიდანაც ლიდერი უკრაინაა.
ქვეყნები, საიდანაც საქართველო კრევეტებს ყიდულობს:
· უკრაინა – 8.0 ტონა – 30.8 ათასი დოლარი;
· ბელარუსი – 0.8 ტონა – 4.9 ათასი დოლარი;
· ბელგია – 0.2 ტონა – 1.6 ათასი დოლარი;
საგულისხმოა, რომ 2024 წელს საქართველოში 598.2 ათასი დოლარის ღირებულების 117.7 ტონა კრევეტების იმპორტი განხორციელდა.
