2025 წლის პირველ ნახევარში საქართველოში საჰაერო გზით მიღებული ამანათების მოცულობა 66%-ით გაიზარდა (bm.ge)

2025 წლის პირველ ნახევარში საქართველოში საჰაერო გზით სულ 15.6 ათასი ტონა ამანათები და გზავნილები შემოვიდა, რაც 6.2 ათასი ტონით, ანუ 66%-ით აღემატება 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში მიღებული საქონლისა და ამანათების მოცულობას.
საჰაერო გზით მიღებული გზავნილების ასეთი მატება პირველ რიგში დაკავშირებულია ელექტრონული კომერციის ჩინური პლატფორმების – Shien-ისა და Temu-ს პოპულარობის მკვეთრ ზრდასთან, რამაც საქართველოში ლოგისტიკური და საამანათო კომპანიების საქმიანობის მკვეთრი ზრდა განაპირობა.
2025 წლის პირველ კვარტალში ამანათებისა და გზავნილების მოცულობა 7.3 ათას ტონას შეადგენდა, რაც 2024 წელთან შედარებით 87%-ით მეტი იყო, მეორე კვარტალში კი საქართველოში საჰაერო გზით 8.3 ათასი ტონა გზავნილები და ამანათები შემოვიდა, რაც წლიურად 51%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
რაც შეეხება გაგზავნილ ტვირთებს, ის კვლავ მინიმალური მოცულობის რჩება. უფრო კონკრეტულად, წლის პირველ ნახევარში გაგზავნილია 1.2 ათასი ტონა ამანათები, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 43%-ით ნაკლებია.

ასევე დაგაინტერესებთ

„ჩვენი სურვილი არის ევროკავშირში გაწევრიანება, თუმცა ყველაფერი აჩვენებს იმას, რომ მშვიდობის მთავარი გარანტი ქვეყნისთვის მაინც არის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი“ – ირაკლი კობახიძე