2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოსა და უნგრეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 47%-ით გაიზარდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, 2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოსა და უნგრეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 47%-ით გაიზარდა. აღნიშნულ პერიოდში ზრდადი იყო ექსპორტიც. 2024 წელს ორმხრივი ვაჭრობა 14 %-ით, ხოლო ექსპორტი 93 %-ით გაიზარდა.
ზრდა დაფიქსირდა ორ ქვეყანას შორის საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდული ტვირთების მოცულობაშიც. კერძოდ, საავტომობილო ტრანსპორტით 2025 წლის იანვარ-მარტის პერიოდში გადაზიდულმა ტვირთების რაოდენობამ 5.5 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 114.7%-ით მეტია.
რაც შეეხება 2024 წელს, აღნიშნულ პერიოდში საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდულმა ტვირთების რაოდენობამ შეადგინა 14.8 ათასი ტონა, რაც 2023 წელთან შედარებით 2.5%-ით მეტია.
