2025 წლის ივლისში ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ ხელფასს, თითქმის უცვლელი დარჩა 2025 წლის ივნისთან შედარებით, ხოლო გაიზარდა 2.5%- ით 2024 წლის ივლისთან შედარებით და 997,190 შეადგინა – ამის შესახებ ნათქვამია PMCG–ს მიმოხილვაში.
2025 წლის ივლისში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 0-დან 600 ლარამდე თვიურ ხელფასს, 11.9%-ს შეადგენდა, რაც 2025 წლის ივნისთან შედარებით 0.5 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2024
წლის ივლისთან შედარებით 2.2 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია.
2025 წლის ივლისში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 2,400 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს,
36.1%-ს შეადგენდა, რაც 2025 წლის ივნისთან შედარებით 3.4 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2024 წლის ივლისთან შედარებით 4.5 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.
2025 წლის ივლისში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9,600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს,
3.1%-ს შეადგენდა, რაც 2025 წლის ივნისთან შედარებით 0.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2024 წლის ივლისთან შედარებით 0.6 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.
