„2025 წლის იანვრიდან ივნისამდე პერიოდში ყველა თვეში დაფიქსირდა ჯავშნების რაოდენობის შემცირება წინა წელთან შედარებით“ – avia.ge

რომელ ქვეყნებში უფრო ხშირად მოგზაურობენ ქართველი ტურისტები? კითხვით ,,კომერსანტმა’’ ტურისტულ კომპანია ,,avia.ge”-ს მიმართა. კომპანიაში აცხადებენ, რომ თურქეთი, იტალია, საფრანგეთი, საბერძნეთი, გერმანია, პოლონეთი და ესპანეთი იმ ქვეყნების ჩამონათვალშია, სადაც ქართველი მოგზაურების ყველაზე მაღალი ინტერესი ფიქსირდება. ქალაქებიდან გამოირჩევა სტამბოლი, რომი, პარიზი, ათენი, ბერლინი, ვარშავა და ბარსელონა.
,,avia.ge”-ში აცხადებენ, რომ საზღვარგარეთ დასვენების ტენდენციების ანალიზის მიხედვით, ყველაზე მოთხოვნად ტურებად ზღვისპირა, “ALL INCLUSIVE” ტიპის, საოჯახო პაკეტები მოიაზრება.
ქართველი ტურისტები ამჯობინებენ კომფორტულ, მომსახურებაზე ორიენტირებულ დასვენებას, სადაც ყველაფერი ერთ სივრცეშია თავმოყრილი.
· ზღვისპირა მიმართულებები – თურქეთი, საბერძნეთი, ბულგარეთი, ეგვიპტე;
· All Inclusive სასტუმროები – სავსე პაკეტები კვებით, გართობით და სერვისებით;
· საოჯახო ტურები – ბავშვებზე მორგებული ინფრასტრუქტურა: საბავშვო აუზები, ანიმატორები, ბავშვთა მენიუ და ა.შ.- ამბობენ კომპანიაში.
ტურისტულ კომპანიაში აცხადებენ, რომ 2025 წლის იანვრიდან ივნისამდე პერიოდში ყველა თვეში დაფიქსირდა ჯავშნების რაოდენობის შემცირება წინა წელთან შედარებით.
პროცენტულად შემცირება ასე გადანაწილდა:
· იანვარი: -22.3%
· თებერვალი: -23.3%
· მარტი: -13.7%
· აპრილი: -18.3%
· მაისი: -22.7%