2025 წლის თასის გათამაშების მეტოქეები და მერვედფინალის კალენდარი ცნობილია

15 იანვარს საქართველოს თასის გათამაშება დაიწყება. ტურნირში ტრადიციულად 16 გუნდი მიიღებს მონაწილეობას და ასპარეზობა მეერვედფინალიდან დაიწყება. თასის გათამაშებაში სუპერლიგის 11-ივე და “ა” ლიგის 5 გუნდი იასპარეზებს. მერვედფინალებამდე გაიმართება ერთმატჩიანი საკვალიფიკაციო ეტაპი, რომელშიც “ა” ლიგაში წლეულს შემოსული გუნდები – კასპის “გრიფინი” და თავისუფალი უნივერსიტეტი შეხვდებიან. მათ შორის გამარჯვებული თასის გათამაშების მე-16 მონაწილე იქნება.
მერვედფინალსა და მეოთხედფინალში ორმატჩიანი სერიები გაიმართება. გუნდები შინ და სტუმრად თითო მატჩს გამართავენ და ჯამში საუკეთესო შემდეგ ეტაპზე გავა. მეოთხედფინალის გამარჯვებულები ოთხთა ფინალში გავლენ, სადაც ნახევარფინალი და ფინალი
თითო მატჩიანი იქნება.
მერვედფინალის მეტოქეები და შესაბამისად, გათამაშების ბადე წილისყრის შედეგად შეირჩა, რომელიც დღეს სუპერლიგის ოფისში ჩატარდა. გუნდები 4 კალათში განაწილდნენ. პირველში სუპერლიგის მიმდინარე ცხრილის 5 მოწინავე მოხვდა, რომლებიც მეოთხე კალათის (ა ლიგის) გუნდებს დაუწყვილდნენ. მეორე და მესამე კალათაში კი სუპერლიგის ცხრილში შესაბამისად 6, 7, 8 და 9, 10, 11 ადგილებზე გასული გუნდები განთავსდნენ, რომლებიც წილისყრით ერთმანეთს დაუწყვილდნენ.
გთავაზობთ კენჭისყრის შედეგებსა და მეოთხედფინალური სერიების კალენდარს.
GBF