2025 წლისთვის დუბაიში და აბუ-დაბიში მფრინავი ტაქსებისთვის პირველი „ვერტიკალური“ აეროპორტები გამოჩნდება

2025 წლისთვის დუბაიში და აბუ-დაბიში მფრინავი ტაქსებისთვის პირველი „ვერტიკალური“ აეროპორტები (ვერტიპორტები) გამოჩნდება.
აეროპორტების მშენებლობას საჰაერო ელექტრომობილების ამერიკული მწარმოებელი კომპანია Archer ავიამომსახურების ოპერატორ Falcon Aviation-თან თანამშრომლობით განახორციელებს.
საჰაერო ტაქსი Midnight, პილოტირებული ოთხადგილიანი ელექტრო თვითმფრინავი, რომელიც შექმნილია კომპანია Archer-ის მიერ შეიქმნა სწრაფი ფრენებისთვის. საჰაერო ტაქსი იმუშავებს დუბაისა და აბუ დაბის ვერტიპორტებს შორის.
როგორც არაბეთის გაერთიანებული საამიროების გამოცემები აღნიშნავენ, ინოვაციის წყალობით მგზავრობის დრო საგრძნობლად შემცირდება: მანქანით 60-90 წუთიანი მგზავრობის ნაცვლად, ელექტრო ავიატაქსით მგზავრობა 10-30 წუთში იქნება შესაძლებელი.
ისინი გვპირდებიან, რომ ფრენები იქნება არა მხოლოდ უსაფრთხო, დაბალი ხმაურით, არამედ კონკურენტუნარიანი იქნება სახმელეთო ტრანსპორტთან შედარებით.
წყარო: avianews.ge