,,2025 წელს 1,5-2%-ის ფარგლებში უნდა მოხდეს ლუდის ბაზრის ზრდა“ – ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი

საქართველოში ლუდის მოხმარება წლიდან წლამდე იმატებს. ბაზარი ბოლო სამი წლის განმავლობაში დაახლოებით 15%-ით გაიზარდა. სასმელზე მოთხოვნის ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2022 წელს დაფიქსირდა. ,,ს” კორპორაციულ საქმეთა დირექტორი აღნიშნულს საქართველოში მიგრანტების შემოსვლით ხსნის. ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი მიიჩნევს, რომ 2025 წელსაც ბაზარი ზრდის ტენდენციას შეინარჩუნებს და ის 2%-მდე გაიზრდება.
,,ლუდის ბაზარი შარშან წინა წელთან შედარებით დაახლოებით 1-1,5%-ით გაიზარდა. 2023 წელს ანალოგიური ზრდა იყო. 2022 წელს გვქონდა ექსტრაორდინალური ზრდა. დაახლოებით 11% შეადგინა. მიგრაციამ გამოიწვია ზრდა, ხოლო შემდგომ 2023 და 2024 წლებში ე.წ. ბუნებრივი ზრდა მოხდა. როდესაც ეკონომიკა იზრდება ამ ტიპის საქონელზეც მოთხოვნილება იზრდება. სამი წლის პერსპექტივაში, ლუდის მოხმარება დაახლოებით 15%-ით გაიზარდა, რაც არის ძალიან კარგი მაჩვენებელი თუ გავითვალისწინებთ ჩვენს ეკონომიკურ მდგომარეობას, მსყიდველობით უნარიანობას და საერთოდ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას. ჩვენი აზრით 2025 წელს 1,5-2%-ის ფარგლებში უნდა მოხდეს მოთხოვნის ზრდა. ეს არის ჩვეულებრივი პროცესი, როდესაც ეკონომიკა იზრდება ეკონომიკის ზრდის თანამდევი პროცესია, რომ მოთხოვნილება იზრდება.”- აცხადებს ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი