2025 წლის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან შეადგინა 1 411 მილიონი ლარი. ამავე პერიოდის შედეგებით მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ შეადგინა 348 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 129 მილიონი ლარი. ინფორმაციას ამის შესახებ დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური ავრცელებს.მათივე ცნობით, სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა შეადგენს 1 584 მილიონ ლარს, ხოლო კაპიტალი 513 მილიონ ლარს.საქართველოს მოსახლეობის 21% სარგებლობს სამედიცინო დაზღვევით, მოქმედი პოლისების რაოდენობა შეადგენს 785 361-ს. საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების 8% დაზღვეულია, რაც 151 835 პოლისია.2025 წლის განმავლობაში სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევის სახეობაში მოზიდულმა პრემიამ 600 მლნ. ლარი შეადგინა (2024 წელს 534 მლნ იყო). სამედიცინო დაზღვევის ბაზრის ლიდერი ტრადიციულად ჯიპიაია 144 მლნ 800 ათასი ლარის პრემიით და ბაზრის 24%-იანი წილით. მეორეა იმედი L – 112.8 მლნ-ით და 19%-ით, მესამე კი არდი – 91.8 მლნ და 15%. 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით რეგისტრირებულია 19 სადაზღვევო კომპანია, რომლებიც ფლობენ სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.

