შენგენის ზონას შესაძლოა კიდევ ერთი ქვეყანა – კვიპროსი შეუერთდეს. სავარაუდოდ ეს უკვე 2025 წელს მოხდება.
კვიპროსის პრეზიდენტმა ნიკოს ქრისტოდულიდისმა დაადასტურა, რომ მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა და ქვეყანა გეგმავს ყველა ტექნიკური მზადების დასრულებას წლის ბოლომდე.
მიუხედავად იმისა, რომ კვიპროსი ევროკავშირის წევრია 2004 წლიდან და იყენებს ევროს, ის ინარჩუნებს შიდა საზღვრებს.
ქვეყნის შენგენში შესვლით, მოგზაურებს არ მოუწევთ პასპორტის კონტროლის გავლა კვიპროსსა და ზონის სხვა ქვეყნებს შორის გადაადგილებისას. ინოვაცია ასევე იმოქმედებს ევროპის შიგნით ფრენების სიჩქარეზე.