ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წლევანდელი მარკეტინგული კამპანიები ტრადიციულ და ახალ ტურისტულ ბაზრებს მოიცავდა. კამპანიები შედგა ევროპაში, დიდ ბრიტანეთში, ჩინეთში, ინდოეთსა და სპარსეთის ყურის ქვეყნებში.
მარკეტინგული აქტივობები 35 ქვეყანას მოიცავდა. საქართველოს ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციისა და ტურისტული ნაკადების, მათ შორის მაღალმხარჯველი სეგმენტის მოზიდვის მიზნით, საერთაშორისო მედიაში სატელევიზიო სიუჟეტები მომზადდა, სოციალურ ქსელებში ვიდეო რგოლები განთავსდა, მსოფლიოს უმსხვილეს ქალაქებში, ცენტრალურ გამზირებსა და მოედნებზე, ასევე საზოგადოებრივ ტრანსპორტში საქართველოს შესახებ ბანერები დამონტაჟდა. გავლენიანი მედიასაშუალებებისთვის საქართველოში მედია ტურები მოეწყო, დაიბეჭდა სტატიები საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ, შედგა პრეზენტაციები საერთაშორისო მედიისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებისთვის.
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ წელს სხვადასხვა სახის როუდშოუები გამართა ევროპის, სპარსეთის ყურის ქვეყნებში, ასევე ინდოეთსა და ჩინეთში. ადმინისტრაციის კამპანიები მოიცავდა როგორც B2B და B2C მიმართულებებს.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, აქტიური თანამშრომლობა შედგა გავლენიან საერთაშორისო გამოცემებთან, Conde Nast Traveller, Vogue, GQ,Financial Times. პოპულარულ გერმანულ ტელევიზიებთან: ZDF, VOX, TNV, ასევე ფრანგულ არხებთან: TFR, TMC, TFX.
სტატიები მომზადდა მაღალრეიტინგულ გამოცემებში: Bild.de, Figaro, Lemonde, Go Voyages და ა.შ.
კამპანიის ფარგლებში, დაჯავშნის საერთაშორისო პლატფორმა Expedia-ზე წარმოდგენილი იყო საქართველოს ტურისტული მიმართულება.
მსოფლიოში ცნობილ ბრიტანელ შეფ-მზარეულთან ჯეიმი ოლივერთან თანამშრომლობით, კი საქართველოს გასტროტურისტულ პოტენციალს გაეცნენ საერთაშორისო მიზნობრივ ბაზრებზე.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 2025 წელს, 15 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე იყო წარმოდგენილი.
საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ მადრიდის, ბერლინის, ლონდონის, პარიზის, შანხაის, დუბაის და მსოფლიოს სხვა მასშტაბურ ტურისტულ გამოფენებზე. 2026 წელს კი საქრთველო ITB China-ზე პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარდგება.
საქართველო წელს წარდგენილი იყო National Geographic Traveller Food Festival 2025-ზე ლონდონში. კამპანიის ფარგლებში National Geographic-მა საქართველოს შესახებ ონლაინ ბანერები განათავსა, მომზადდა სტატიები ფიცრულ მედიაში.
წელს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ქართველ შეფ-მზარეულებთან ერთად მონაწილეობდა საერთაშორისო გასტრო კონგრესზე Madrid Fusión 2025, სადაც საქართველოს გასტრო ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ.
პორტუგალიის ქალაქ კასკაიშში კი საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან კულინარიულ ფესტივალზე იყო წარდგენილი, ფესტივალში ქართველი შეფ-მზარეულები მონაწილეობდნენ.
წელს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, ავიაკომპანიებთან: British Airways, EasyJet, Austrian Airlines, Edelweiss თანამშრომლობა დაიწყო, რაც მოიცავდა მედია ტურებს, პრეზენტაციებს, საქართველოს შესახებ ბეჭდურ, ონლაინ მედიაში, ასევე საბორტო ჟურნალებში სტატიების განთავსებას.
ინფორმაციას ტურიზმის ადმინისტრაცია ავრცელებს




