2025 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 4.6 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს — რაც გაზრდილია წინა პროგნოზთან შედარებით, როდესაც მოსალოდნელი მაჩვენებელი 4.5 მილიარდ დოლარს შეადგენდა. ამის შესახებ ინფორმაციას Galt & Taggart-ი ავრცელებს.
“სებ-ის შეფასებით, 2025 წლის მე-3 კვარტალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 6.6%-ით გაიზარდა და 1.7 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ჯამურად, 2025 წლის იანვარ-სექტემბერში ტურიზმის შემოსავლები 3.6 მლრდ აშშ დოლარს (+5.1% წ/წ) გაუტოლდა.
ამასთან, 2025 წლის 9 თვის ფაქტიური მონაცემებიდან გამომდინარე, ჩვენი პროგნოზით, 2025 წელს ტურიზმის შესავლები 4.6 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს, რაც გაზრდილია წინა მოსალოდნელი 4.5 მლრდ აშშ დოლარიდან”, – ნათქვამია ინფორმაციაში.




