2025 წელს საქართველოში კვერცხის იმპორტი შემცირდა და გაძვირდა – სად ვყიდულობთ პროდუქტს?

საქსტატის მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში კვერცხის იმპორტი შემცირდა. კერძოდ, გასული წლის 12 თვეში ქვეყანამ, 2024 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 13.4%-ით ნაკლები კვერცხი შეიძინა.

ოფიციალური სტატისტიკით, გასულ წელს საქართველომ 15 936 000 ერთეული კვერცხი შეიძინა, რომლის ღირებულებამაც $1 226 600 შეადგინა. 2024 წელს ნაყიდი კვერცხის რაოდენობამ 18 406 000 ერთეული შეადგინა, ღირებულებამ კი – $836 500.

შესაბამისად, თუ 2024 წელს ერთეული კვერცხის საშუალო ღირებულება საქართველოსთვის დაახლოებით 4.5 ცენტი იყო, 2025 წელს ქვეყანა იმავე პროდუქტს ერთეულზე საშუალოდ თითქმის 8 ცენტად ყიდულობდა.

შეიცვალა სავაჭრო ბაზრებიც. 2024 წელს შემოსული კვერცხის სრული რაოდენობა ქვეყანამ მხოლოდ ერთი ქვეყნიდან, თურქეთიდან შეიძინა. 2025 წელს კი პროდუქცია სამი ქვეყნიდან შემოვიდა:

  • თურქეთი – $1.15 მილიონის ღირებულების 14.7 მილიონი კვერცხი;
  • თურქმენეთი – $46.8 ათასის ღირებულების 953 ათასი კვერცხი;
  • ბელარუსი – $23.7 ათასის ღირებულების 229 ათასი კვერცხი.

საქმე ის არის, რომ 2025 წლის განმავლობაში -ში ფრინველის გრიპის გამო კვერცხის მნიშვნელოვანი დეფიციტი შეინიშნებოდა. სწორედ ამიტომ, თურქეთი საექსპორტოდ -ის ბაზარზე გადაერთო, სადაც, წლის პირველ 8 თვეში კვერცხის ექსპორტი 400%-ით გაზარდა.

ამ პერიოდის განმავლობაში, კერძოდ კი მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით, საქართველო კვერცხს ალტერნატიულ ბაზრებზე ყიდულობდა. თურქეთიდან კვერცხის იმპორტი საქართველომ ოქტომბრიდან დაიწყო და, სამი თვის განმავლობაში, მოცულობები ეტაპობრივად გაზარდა.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

ჯაბა ზარქუა: შაქარზე რომ თქვა იმ ბიზნესმენმა თემქაზე უფრო იყიდება, ვაკეში ყურადღებას არ აქცევენო, ეგ სალაზღანდარაოდ კი ავიგდეთ მაგრამ სინამდვილეში სოციალური უთანასწორობის სიმპტომია

ლაშა ტუღუში „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებული ანგარიშის შესახებ „ქართული ოცნების“ განცხადებებზე – არასერიოზულია ის რეაქცია, რომელსაც დღეს ვისმენთ – სასაცილოა ამათი პოზიციონირება