2025 წელს, საქართველოში ევროპული აქსელერატორი შემოვა – ავთანდილ კასრაძე

2025 წელს, გერმანიის მთავრობასთან პარტნიორობით, საქართველოში ევროპული სტარტაპ-აქსელერატორი შემოვა, – ამის შესახებ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ, ავთანდილ კასრაძემ BMG-სთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. კონკრეტულად რომელი ვენჩურული ფონდი დაიწყებს ოპერირებას საქართველოში, ავთანდილ კასრაძეს არ დაუკონკრეტებია.
“მაქსიმალურად ვცდილობთ, საქართველოში ბევრი სტარტაპ-აქსელერატორი შემოვიყვანოთ. მომავალი წლიდან, გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, ქვეყანაში ევროპულ აქსელერატორს შემოვიყვანთ და, რასაკვირველია, ღია ვართ სხვა ევროპული ფონდების შემოსვლის მიმართ, რადგან რაც მეტი ვენჩურული ფონდი დაიწყებს საქართველოში ოპერირებას, მით მეტი ინტერესი გაჩნდება აქ საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვისა და სტარტაპების შექმნის მიმართ”, – განაცხადა ავთანდილ კასრაძემ BMG-სთან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს და ს პარტნიორობით, რამდენიმე წლის წინ, ჩვენს ქვეყანაში კალიფორნიული 500 Global-ის სააქსელერაციო პროგრამა დაიწყო, რომელიც 60-მა სტარტაპმა გაიარა.
ავთანდილ კასრაძესთან ჩაწერილი სრული ინტერვიუ BMG TV-ზე ამ შაბათს, 9 მარტს, 19:30-ზე გავა, BMG Talks-ის ფორმატში.