საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2025 წლის II კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 1715.1 ათასი გასვლა საზღვარგარეთ, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.5 %-ით მეტია. გამსვლელი ტურისტების უდიდეს ნაწილს 31-50 მოგზაურები შეადგენდნენ.
საქსტატის ცნობით, საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების საზღვარგარეთული ვიზიტები 0.4%-ით გაიზარდა. 2025 წლის მეორე კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ განხორციელებული საზღვარგარეთული მოგზაურობები 564.3 ათასს შეადგენდა. ეს მაჩვენებელი 0.4 პროცენტით აღემატება 2024 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს, რაც მცირედი, თუმცა ზრდის ტენდენციაზე მიუთითებს.
2025 წლის II კვარტალში ვიზიტების ყველაზე დიდი ნაწილი, 34.9 პროცენტი, მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით განხორციელდა.
ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თურქეთსა და რუსეთის ფედერაციაში, შესაბამისად, 201.3 ათასი და 106.3 ათასი ვიზიტი.
