2025 წელს საქართველოს მოსახლეობის 100%-ს ექნება უწყვეტი ხელმისაწვდომობა სტანდარტების შესაბამის წყალმომარაგებაზე – 2024-2030 წლების სტრატეგია

2025 წელს საქართველოს ქალაქების მოსახლეობის 100%-ს ექნება უწყვეტი ხელმისაწვდომობა სტანდარტების შესაბამის წყალმომარაგებაზე, ხოლო 2030 წლისთვის, მთელი ქვეყნის მოსახლეობის 100%-ს ექნება წვდომა სტანდარტების შესაბამის წყალზე, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მიერ მომზადებულ საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2024-2030 წლების სტრატეგიაშია საუბარი.
დოკუმენტის მიხედვით, გაგრძელდება მაღალმთიან დასახლებებში წყლის სტაბილური მიწოდებისთვის შესაბამისი სამუშაოების დაფინანსება. მაღალი ხარჯის გათვალისწინებით, წყალმომარაგების გაუმჯობესების პროექტები განხორციელდება იმ მაღალმთიან დასახლებებში, სადაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მოსახლეობისა და ტურისტებისათვის წყლის მიწოდების შესაბამისი დონის შენარჩუნებისთვის.
წყალმომარაგების მიმართულებით განსახორციელებელი პროექტების შედეგად, 2025 წელს საქართველოს ქალაქების მოსახლეობის 100%-ს ექნება უწყვეტი ხელმისაწვდომობა სტანდარტების შესაბამის წყალმომარაგებაზე, ხოლო 2030 წლისთვის, სხვადასხვა ტიპის გადაწყვეტებით, მთელი ქვეყნის მოსახლეობის 100%-ს ექნება წვდომა სტანდარტების შესაბამის წყალზე, – ნათქვამია საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2024-2030 წლების სტრატეგიაში.
უწყების ინფორმაციით, მაღალმთიანი რეგიონების განვითარების სტრატეგიის მიზნების და ამოცანების დაფინანსება 2024-2030 წლებში, ისევე როგორც წინა წლებში განხორციელდება სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტების დაფინანსებით და სამოქმედო გეგმების ეფექტიანი განხორციელებისათვის, შესაძლებელია დამატებით უზრუნველყოფილი იქნeს მათ შორის განვითარების პარტნიორების მხარდაჭერა.