2025 წელს საქართველომ ტურიზმიდან $6.6 მლრდ უნდა მიიღოს

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული სტრატეგიის მიხედვით, 2025 წელს საქართველომ ტურიზმიდან $6.6 მლრდ უნდა მიიღოს.
ამავე სტრატეგიის მიხედვით, დარგის მიერ მთლიან შიდა პროდუქტში შეტანილი პირდაპირი წილი უნდა შეადგენდეს 7.9%-ს.
ასევე დაგეგმილია, ყოველი ვიზიტორის მიერ საშუალოდ დახარჯული თანხის გაზრდა არსებული $600-მდე; ვიზიტის საშუალო ხანგრძლივობის გაზრდა 5 ღამემდე და დასავლეთ ევროპის, აზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის მაღალგადახდისუნარიანი ბაზრებიდან ვიზიტორთა რაოდენობის გაორმაგება.
2023 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წლის დონეს 26.2%-ით (856.7 მლნ დოლარით) გადააჭარბა, ხოლო 2022 წლის მონაცემებს კი +17.3%-ით (608.7 მლნ. აშშ. დოლარით). საქართველომ რეკორდული 4.1 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო.