2025 წელს რუსეთის ბიუჯეტში ნავთობისა და გაზის გაყიდვებიდან მიღებული შემოსავლები 21,4%-ით შემცირდა

2025 წლის პირველი ათი თვის განმავლობაში რუსეთის ბიუჯეტში ნავთობისა და გაზის გაყიდვებიდან მიღებული შემოსავლები 21,4%-ით შემცირდა და დაახლოებით 7,5 ტრილიონი რუბლი შეადგინა (92,62 მილიარდი დოლარი),- ამის შესახებ რუსეთის ფინანსთა სამინისტროს წინასწარი მონაცემებიდან ვიგებთ.
სამინისტრო ვარდნას ძირითადად ნავთობის საშუალო ფასის კლებას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ ნავთობისა და გაზის რეალურმა შემოსავლებმა გეგმურ ბაზისურ დონეს გადააჭარბა, სამინისტრო აღნიშნავს, რომ არსებობს რისკი მათი შემდგომი შემცირების, თუ საერთაშორისო ბირჟაზე სიტუაცია გაუარესდება.
2025 წლის იანვარს–ოქტომბერში რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტში შესულმა თანხამ ჯამურად თითქმის 29,92 ტრილიონი რუბლი ( 369 მილიარდი დოლარი), შეადგინა რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0,8%-ით მეტია.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა

სოფიო ქაშაკაშვილი: რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით…