2025 წელს თბილისში ახალ პაბი Craft Grill and Beer გაიხსნება – ინვესტიცია ₾1.6 მილიონია

ბელიაშვილის ქუჩაზე ახალი პაბი – Craft Grill and Beer ააშენებს, რისთვისაც კომპანია Craft Food 1,650,000 ლარის ინვესტიციას ჩადებს. პროექტის დეტალები BM.GE-ის კომპანიის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, დეა ცომაიამ გაუზიარა.
მისი ინფორმაციით, პაბი 800 კვ.მ-ზე განთავსდება. შიდა სივრცე 250 ადამიანს, ხოლო გარე სივრცე 1200 ადამიანს დაიტევს.
Craft Grill and Beer-ის მიზანია მომხმარებლებისთვის განსაკუთრებული გასტრონომიული გამოცდილების შექმნა, რაც მოიცავს როგორც გემრიელ საკვებს, ასევე კომფორტულ და მეგობრულ გარემოს. კომპანიაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ხარისხს და ინოვაციურობას, რაც მის პროდუქტებს გამორჩეულს ხდის.
“ახალი პაბი უნიკალური დანიშნულების ადგილი იქნება, სადაც მომხმარებელს შესაძლებლობა ექსნება გაეცნოს ლუდის გალერეას, დააგემოვნოს კრაფტ ლუდების ფართო არჩევანი. ამასთან, სივრცეში 4 მეტრიანი გრილი იქნება დამონტაჟებული, სადაც მზადდება საქონლის, ღორისა და ქათმის ხორცი. ასევე, მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი იქნება შებოლილი სოსისების და ნედლად შებოლილი თევზის დაგემოვნებაც, რომელიც 15 წუთში მზადდება”, – განაცხადა ცომაიამ.
მისივე ცნობით, პროექტის დასრულება წლის ბოლომდეა დაგეგმილი და მისი გახსნა, მაქსიმუმ მომავალი წლის დასაწყისშია დაგეგმილი.
ინფორმაციისთვის, Craft Food ჰოლდინგური კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს განსხვავებული და ჯანსაღი კონცეფციის პროდუქტს “კრაფტ ჰოთ-დოგს”, “კრაფტ შაურმასა” და “კრაფტ ბურგერს” სთავაზობს.