2025 წელს ბრილიანტის ფასი 10%-ით შემცირდა

2025 წლის განმავლობაში ბრილიანტის ფასები მსოფლიო ბაზარზე 10%-ით შემცირდა, დეკემბერში კი ფასების კლებამ 2.3%-ს შეადგინა.
2025 წლის დეკემბერში 0.3 კარატიანი ბრილიანტების RAPI ინდექსი 9.3%-ით დაეცა, ხოლო 0.5 კარატიანი ქვებისთვის 6.4%-ით, რაც ძირითადად ინდოეთში ფასების შემცირებას უკავშირდება. 3 კარატიანი ბრილიანტების ინდექსი კი დეკემბერში 0.3%-ით გაიზარდა.
ცნობისთვის, ბრილიანტების ფასები ივნისიდან მცირდება, რაც გამოწვეული იყო -ს მიერ შემოღებული საიმპორტო ტარიფებით და მსხვილი კომპანიების ბუნებრივი ქვებიდან ხელოვნური ბრილიანტების წარმოებაზე გადასვლით.