2025 წელს -ის ეკონომიკური ზრდა 3% იქნება – სკოტ ბესენტი

აშშ-ის ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესენტი ვარაუდობს, რომ ქვეყნის ეკონომიკა 2025 წლის ბოლოსთვის 3%-ით გაიზრდება.
„ეკონომიკა უკეთესად მუშაობს, ვიდრე გვეგონა“, – განაცხადა მან CBS News-თან ინტერვიუში.
მისივე თქმით, -ში მშპ-ს ზრდა რამდენიმე კვარტლის განმავლობაში 4%-ს შეადგენდა და მთავრობის დახურვის მიუხედავად, წელს რეალური მშპ-ს ზრდა 3% იქნება.
მშპ-ს ზრდის ერთ-ერთ ფაქტორად მან აქტიური საახალწლო შოპინგი დაასახელა.