გამოცემა DJ Mag-მა 2025 წლის საუკეთესო 100 ღამის კლუბი წარმოადგინა. ჩამონათვალში შედის ღამის კლუბები მთელი მსოფლიოდან, რომლებმაც მოიპოვეს წვეულების მოყვარულთა სიყვარული უნიკალური ატმოსფეროს, საკულტო წვეულებებისა და მაღალი ხარისხის მუსიკის წყალობით.
პირველი ადგილი მეოთხედ დაიკავა იბიცას კლუბმა Hï Ibiza. მის შემდეგ არის ისევე როგორც შარშან, ბრაზილიური კლუბი Greenvalley – ასევე დიდი ხნის ფავორიტი წვეულების მოყვარულთათვის, რომელმაც ხუთჯერ დაიკავა პირველი ადგილი.
ლიდერთა სამეულს ხურავს კლუბი Ushuaia Ibiza.
Manchester’s Warehouse Project-მა მიაღწია მეოთხე ადგილს და პირველად მოხვდა ხუთეულში – პირველი დიდი ბრიტანეთის კლუბი, რომელმაც მიაღწია ამ წარმატებას მას შემდეგ, რაც ლონდონის პოპულარული Printworks დაიხურა 2023 წელს.
ვაშინგტონის Echostage, 2021 წლის გამარჯვებული, ორი ადგილით ჩამოქვეითდა მეხუთე ადგილი დაიკავა.
წყარო: 34travel.me
