2025 წლის მეორე კვარტალში ბათუმში 4,018 ბინა გაიყიდა, რაც წინა წელთან შედარებით 9.5%-ით მეტია

2025 წლის მეორე კვარტალში ბათუმში 4,018 ბინა გაიყიდა, რაც წინა წელთან შედარებით 9.5%-ით მეტია
ს საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე მოთხოვნა ისევ მზარდია. 2025 წლის მეორე კვარტალში გაყიდვები გაიზარდა როგორც პირველად, ისე მეორად ბაზარზე, წლიურად 13.1%-ით და 23.4%-ით. Galt & Taggart-მა სისტემური დეველოპერების გამოკითხვა ჩაატარა, რომელიც მოიცავდა 20-ზე მეტ საცხოვრებელ პროექტს ბათუმში.
ორივე ბაზარზე გაგრძელდა ფასების ზრდის ტენდენცია. კერძოდ, პირველად ბაზარზე ფასი წინა კვარტალთან შედარებით 2.7%-ით გაიზარდა. ამავდროულად, ქირის ფასი 2025 წლის ივნისში, წლიურად 1.6%-ით გაიზარდა და შესაბამისად ქირის შემოსავლიანობა სხვა ქალაქებთან შედარებით მაღალ დონეზე შენარჩუნდა.
მზარდია უძრავი ქონების გაყიდვების მაჩვენებელიც. საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2025 წლის მეორე კვარტალში ბათუმში 4,018 ბინა გაიყიდა, რაც წინა წელთან შედარებით 9.5%-ით მეტია, აქედან:
· მეორად ბაზარზე გაყიდვები 23.4%-ით გაიზარდა;
· პირველად ბაზარზე გაყიდვები წლიურად 0.5%-ით შემცირდა.
“ჩვენ მიერ ჩატარებული დეველოპერების გამოკითხვის (რომელიც პირველადი ბაზრის ტენდენციებს რეალურ დროში ასახავს) შედეგებიც მეორადი ბაზრის მსგავსად ზრდას აჩვენებს. გამოკითხვის მიხედვით, 2025 წლის მეორე კვარტალში გაყიდული ბინების რაოდენობა წლიურად 13.1%-ით გაიზარდა. ჯამურად, 2025 წლის პირველ ნახევარში პირველად ბაზარზე გაყიდული ბინების რაოდენობა 37.4%-ით გაიზარდა”, – წერია Galt & Taggart-ის დოკუმენტში.