2024 წლის I კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 64.4%-ით შემცირდა – საქსტატი

საქსტატის ცნობით, წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ მიმდინარე წლის I კვარტალში 201.4 მლნ. დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის I კვარტლის წინასწარ მონაცემებზე 64.4%-ით ნაკლებია.
მათივე ცნობით, შემცირება განპირობებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სამივე კომპონენტის (სააქციო კაპიტალი, რეინვესტიცია და სავალო ვალდებულებები) მაჩვენებლის შემცირებით.
2024 წლის I კვარტალში სააქციო კაპიტალმა 75.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 37.7 პროცენტია. რეინვესტიციამ 92.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა და მისი წილი 45.9 პროცენტით განისაზღვრა.
2024 წლის I კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები შემდეგნაირად განაწილდა:
თურქეთი – 42.4 (მლნ. აშშ დოლარი)
ჩეხეთი – 41.5
აშშ – 33.7
ნიდერლანდები – 32.3
მარშალის კ-ები – 22.3
იაპონია – 19.3
ჩინეთი – 13.9
აზერბაიჯანი – 12.7
მალტა – 11.7
– 10.2

ასევე დაგაინტერესებთ