2024 წლის BAFTA-ს გამარჯვებულები ცნობილია – საუკეთესო ფილმად ოპენჰაიმერი დასახელდა

2024 წლის ბრიტანეთის კინოაკადემიის (BAFTA) გამარჯვებულები ცნობილია. ნომინანტებიდან ყველაზე მეტი ჯილდო კრისტოფერ ნოლანის ოპენჰაიმერმა და იორგოს ლანთიმოსის Poor Things-მა მიიღო.
საუკეთესო ფილმად სწორედ ოპენჰაიმერი დასახელდა, საუკეთესო მსახიობ კაცად კი ფილმის მთავარი როლის შემსრულებელი კილიან მერფი. ასევე, კრისტოფენ ნოლანი საუკეთესო რეჟისორად დასახელდა.
ნომინაციაში “საუკეთესო მსახიობი ქალი” ემა სტოუნმა გაიმარჯვა Poor Things-ში შესრულებული როლით.
ბრიტანეთის კინოაკადემიის გამარჯვებულების სრული სია ასე გამოიყურება:
საუკეთესო ფილმი
Oppenheimer
საუკეთესო ბრიტანული ფილმი
The Zone of Interest
საუკეთესო ბრიტანული დებიუტი
Earth Mama
საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი
The Zone of Interest
საუკეთესო დოკუმენტური ფილმი
20 Days In Mariupol
საუკეთესო ანიმაცია
The Boy And The Heron
საუკეთესო რეჟისორი
კრისტოფერ ნოლანი, Oppenheimer
საუკეთესო ადაპტირებული სცენარი
American Fiction
საუკეთესო ორიგინალური სცენარი
Anatomy of a Fall
საუკეთესო მსახიობი კაცი
კილიან მერფი, Oppenheimer
საუკეთესო მსახიობი ქალი
ემა სტოუნი, Poor Things
საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი კაცი
რობერტ დაუნი ჯუნიორი, Oppenheimer
საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი ქალი
დავინ ჯოი რენდოლფი, The Holdovers
საუკეთესო მუსიკა
Oppenheimer
საუკეთესო კოსტიუმების დიზაინი
Poor Things
საუკეთესო მხატვრობა
Poor Things
საუკეთესო ვიზუალური ეფექტები
Poor Things
საუკეთესო გრიმი და ვარცხნილობა
Poor Things
საუკეთესო მონტაჟი
Oppenheimer
საუკეთესო ოპერატორი
Oppenheimer
საუკეთესო კასტინგი
The Holdovers
საუკეთესო ხმა
The Zone of Interest
საუკეთესო ბრიტანული მოკლემეტრაჟიანი ანიმაცია
Crab Day
საუკეთესო ბრიტანული მოკლემეტრაჟიანი ფილმი
Jellyfish and Lobster
ამომავალი ვარსკვლავი
მია მაკკენა-ბრიუსი

ასევე დაგაინტერესებთ