2024 წლის 8 თებერვლიდან მთავრობა მუშაობს აბსოლუტურად გამჭვირვალედ, შეგიძლიათ, დააკვირდეთ საქართველოს მთავრობის საქმიანობას, თუ ამოიკითხავთ კორუფციის რაიმე ნიშანს, მზად ვართ, ყველა კითხვას გავცეთ პასუხი, ყველა მიმართულებით პრაქტიკა შეიცვალა და ბიუჯეტი მაქსიმალურ სარგებელს იღებს მთავრობის ყველა გადაწყვეტილებიდან

2024 წლის 8 თებერვლიდან მთავრობა მუშაობს აბსოლუტურად გამჭვირვალედ, შეგიძლიათ, დააკვირდეთ საქართველოს მთავრობის საქმიანობას, თუ ამოიკითხავთ კორუფციის რაიმე ნიშანს, მზად ვართ, ყველა კითხვას გავცეთ პასუხი, ყველა მიმართულებით პრაქტიკა შეიცვალა და ბიუჯეტი მაქსიმალურ სარგებელს იღებს მთავრობის ყველა გადაწყვეტილებიდან
შეგიძლიათ, დააკვირდეთ საქართველოს მთავრობის, ნებისმიერი სამთავრობო უწყების საქმიანობას, ნებისმიერ გადაწყვეტილებას, თუ ამოიკითხავთ ამ საქმიანობაში კორუფციის რაიმე ნიშანს, ჩვენ მზად ვართ, ყველა კითხვას გავცეთ პასუხი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 2024 წლის 8 თებერვლიდან მთავრობა მუშაობს აბსოლუტურად გამჭვირვალედ.
მისივე თქმით, ყველა მიმართულებით პრაქტიკა შეიცვალა და ბიუჯეტი იღებს მაქსიმალურ სარგებელს მთავრობის ყველა გადაწყვეტილებიდან.
ს საქმესთან დაკავშირებულ კითხვაზე პასუხისას, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს საკითხი შესაბამისი უწყებების საქმეა.
„ეს არის შესაბამისი უწყებების საქმე. მე ამ თემასთან დაკავშირებით არ მინდა, დამატებითი კომენტარი გავაკეთო. ძალიან დასანანია ყველაფერი, რაც ხდება, თუმცა, რაც შეეხება კონკრეტულ შეკითხვებს, ამ შეკითხვების ადრესატი არის შესაბამისი უწყებები. მე ამ თემასთან დაკავშირებით არ ვაკეთებ არავითარ კომენტარს. ადამიანურად ძალიან დასანანია ის, რაც ხდება. ზოგადად, ადამიანურ ურთიერთობებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ ყველანაირი კომენტარის გაკეთებას მოვერიდები. მიმართეთ შესაბამის უწყებებს. რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს და ზოგადად კორუფციასთან ბრძოლას, 2024 წლის 8 თებერვლიდან შეგიძლიათ, ამოიღოთ ნებისმიერი აქტი, ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც გამოსცა საქართველოს მთავრობამ. საქართველოს მთავრობის ყველა აქტი არის გამოქვეყნებული. 2024 წლის 8 თებერვლიდან მთავრობა მუშაობს აბსოლუტურად გამჭვირვალედ, უფრო მეტიც, კონკრეტული მიმართულებით პრაქტიკები შეიცვალა. რაც შეეხება ენერგეტიკას, რაც შეეხება პირდაპირ პრივატიზაციას და ა.შ. ყველა მიმართულებით პრაქტიკა შეიცვალა და ბიუჯეტი იღებს მაქსიმალურ სარგებელს მთავრობის ყველა გადაწყვეტილებიდან“, – განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

ბიძინა ივანიშვილს აქვს უკომპრომისო დამოკიდებულება კორუფციის მიმართ, მე პირადად ვაგებ პასუხს, რომ მაქსიმუმს გავაკეთებთ ქვეყანაში კორუფციის აღმოსაფხვრელად და ეს არის შემდგარი ფაქტი, 2 წლის განმავლობაში როდესაც ვერ გვიჩვენებთ ვერც ერთ აქტს, ტენდერს, პრივატიზაციას, სადაც არის კორუფციის ნიშნები, ეს ნიშნავს იმას, რომ რადიკალური ნაბიჯები გადავდგით

თბილისის ფინანსური სამიტი ხელს შეუწყობს რეგიონულ თანამშრომლობას ფინანსური სერვისების განვითარების მიმართულებით, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, საქართველო, ფინანსური ტექნოლოგიების ჰაბი გახდეს

როდესაც რუსთაველის გამზირზე, სრული მობილიზაციის პირობებშიც კი გამოსულია 300 ქართველი ხალხი, ეს ნიშნავს იმას, რომ ეს არის უცხოეთიდან დაფინანსებული რადიკალური აქცია, ამას არ შეიძლება, ეწოდოს პროტესტი