2024 წლის 6 თვეში, 8 ბავშვი გააშვილეს, მშვილებელ პირთა რაოდენობა კი 1667-ს შეადგენს

2024 წლის 6 თვეში, 8 ბავშვი გააშვილეს, მშვილებელ პირთა რაოდენობა კი 1667-ს შეადგენს
2024 წლის 6 თვის მონაცემებით (იანვრიდან-ივნისამდე პერიოდი), საქართველოში გასაშვილებელი სტატუსის მქონე 146 ბავშვია, მშვილებელ პირთა რაოდენობა კი, 1667-ს შეადგენს.
სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ინფორმაციით, 146 ბავშვიდან 116 განსაკუთრებული საჭიროების მქონეა.
სტატისტიკის თანახმად, 2024 წლის 6 თვის მონაცემებით (იანვრიდან-ივნისამდე პერიოდი) გაშვილებულ ბავშვთა რაოდენობა 8-ს შეადგენს.
ipn.ge