2024 წლის 4 თვეში საქართველოში $28 მლნ-ის საფრენი და კოსმოსური აპარატები შემოვიდა – 80% კატარიდან

2024 წლის 4 თვეში საქართველოში 27 718 740 დოლარის საფრენი აპარატები, კოსმოსური აპარატები და მათი ნაწილები შემოვიდა. იმპორტის 80% კატარიდან განხორციელდა, რამაც თანხობრივად 22 012 850 აშშ დოლარი შეადგინა, მეორე ადგილზეა ყაზახეთი, საიდანაც 3 700 000 აშშ დოლარის საფრენი აპარატები შემოვიდა. ხუთეულში ასევე არიან აშშ, იტალია და ლატვია, თუმცა იმპორტი ამ ქვეყნებიდან ნახევარ მილიონს არ აჭარბებს.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2020 წელს იმპორტი დაახლოებით 8 მილიონის იყო, 2021-ში 3 მილიონის, 2022-ში, ისევე როგორც 2023-ში იმპორტმა 45 მილიონს გადააჭარბა, რაც შეეხება 2024 წელს გასული წლის იმპორტის 60% უკვე 4 თვეში განხორციელდა.
ქვეყნების მიხედვით კი მონაცემები ასეთია. 2020-ში ყველაზე დიდი რაოდენობით იმპორტი არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ($3.8 მლნ) და მექსიკიდან ($1.1 მლნ) განხორციელდა. 2021 წელს აშშ-დან და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, თუმცა იმ წელს ამ ქვეყნებიდან იმპორტს მილიონისთვის არ გადაუჭარბებია. 2022 წელს სომხეთიდან შემოვიდა 14 მილიონის პროდუქცია, ირლანდიიდან 13 მილიონის, გერმანიიდან 10 მილიონზე მეტი, 2 მილიონის შვედეთიდან და 1.6 მილიონის აშშ-დან. რაც შეეხება 2023 წელს, იმპორტი შემდეგი ქვეყნებიდან განხორციელდა თურქეთი 10.7 მილიონი, არაბთა გაერთიანებული საამიროები 7.4 მილიონი, ჩინეთი 6.7 მილიონი, პოლონეთი 5 მილიონამდე, ყაზახეთი 4.5 მილიონი, საფრანგეთი 2.7 მილიონი და აშშ 2.4 მილიონი.
რაც შეეხება ექსპორტს მიმდინარე წლის 4 თვეში საქართველოდან 4 054 080 აშშ დოლარის საფრენი აპარატები, კოსმოსური აპარატები და მათი ნაწილები გავიდა. ქვეყნები, სადაც ექსპორტის რაოდენობამ მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა არაბეთის გაერთიანებული საამიროები ($2 513 000) და აშშ-ია ($1 059 020). ხუთეულში ასევე არიან , აზერბაიჯანი და უგანდა, თუმცა შედარებით მცირე მაჩვენებლებით.
რაც შეეხება გასული წლების ექსპორტს, მაჩვენებლები ასე გამოიყურება
2020 წ – $22 174 210 აქედან 11 მილიონზე მეტის გავიდა აფრიკის კონტინენტზე – ჩადში, 8 მილიონის ისრაელში და 1.5 მილიონის ყირგიზეთში.
2021 წ – $5 081 73 აქედან 2 მილიონის აშშ-ში , 1.5 ისრაელში და 1 მილიონის კანადაში
2022 წ – $12 768 670 აქედან 3 მილიონამდე გავიდა ყირგიზეთში, 2.6 მილიონის მექსიკაში 2.5 მილიონის თურქეთში.
2023 წ – $11 831 420 აქედან 4 მილიონზე მეტი უგანდაში, 3 მილიონზე მეტი გერმანიაში, 1.6 ისრაელში.