2024 წლის 4 თვეში საქართველოში $28 მლნ-ის საფრენი და კოსმოსური აპარატები შემოვიდა – 80% კატარიდან

2024 წლის 4 თვეში საქართველოში 27 718 740 დოლარის საფრენი აპარატები, კოსმოსური აპარატები და მათი ნაწილები შემოვიდა. იმპორტის 80% კატარიდან განხორციელდა, რამაც თანხობრივად 22 012 850 დოლარი შეადგინა, მეორე ადგილზეა ყაზახეთი, საიდანაც 3 700 000 აშშ დოლარის საფრენი აპარატები შემოვიდა. ხუთეულში ასევე არიან აშშ, იტალია და ლატვია, თუმცა იმპორტი ამ ქვეყნებიდან ნახევარ მილიონს არ აჭარბებს.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2020 წელს იმპორტი დაახლოებით 8 მილიონის იყო, 2021-ში 3 მილიონის, 2022-ში, ისევე როგორც 2023-ში იმპორტმა 45 მილიონს გადააჭარბა, რაც შეეხება 2024 წელს გასული წლის იმპორტის 60% უკვე 4 თვეში განხორციელდა.
ქვეყნების მიხედვით კი მონაცემები ასეთია. 2020-ში ყველაზე დიდი რაოდენობით იმპორტი არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ($3.8 მლნ) და მექსიკიდან ($1.1 მლნ) განხორციელდა. 2021 წელს აშშ-დან და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, თუმცა იმ წელს ამ ქვეყნებიდან იმპორტს მილიონისთვის არ გადაუჭარბებია. 2022 წელს სომხეთიდან შემოვიდა 14 მილიონის პროდუქცია, ირლანდიიდან 13 მილიონის, გერმანიიდან 10 მილიონზე მეტი, 2 მილიონის შვედეთიდან და 1.6 მილიონის აშშ-დან. რაც შეეხება 2023 წელს, იმპორტი შემდეგი ქვეყნებიდან განხორციელდა თურქეთი 10.7 მილიონი, არაბთა გაერთიანებული საამიროები 7.4 მილიონი, ჩინეთი 6.7 მილიონი, პოლონეთი 5 მილიონამდე, ყაზახეთი 4.5 მილიონი, საფრანგეთი 2.7 მილიონი და აშშ 2.4 მილიონი.
რაც შეეხება ექსპორტს მიმდინარე წლის 4 თვეში საქართველოდან 4 054 080 აშშ დოლარის საფრენი აპარატები, კოსმოსური აპარატები და მათი ნაწილები გავიდა. ქვეყნები, სადაც ექსპორტის რაოდენობამ მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა არაბეთის გაერთიანებული საამიროები ($2 513 000) და აშშ-ია ($1 059 020). ხუთეულში ასევე არიან , აზერბაიჯანი და უგანდა, თუმცა შედარებით მცირე მაჩვენებლებით.
რაც შეეხება გასული წლების ექსპორტს, მაჩვენებლები ასე გამოიყურება
2020 წ – $22 174 210 აქედან 11 მილიონზე მეტის გავიდა აფრიკის კონტინენტზე – ჩადში, 8 მილიონის ისრაელში და 1.5 მილიონის ყირგიზეთში.
2021 წ – $5 081 73 აქედან 2 მილიონის აშშ-ში , 1.5 ისრაელში და 1 მილიონის კანადაში
2022 წ – $12 768 670 აქედან 3 მილიონამდე გავიდა ყირგიზეთში, 2.6 მილიონის მექსიკაში 2.5 მილიონის თურქეთში.
2023 წ – $11 831 420 აქედან 4 მილიონზე მეტი უგანდაში, 3 მილიონზე მეტი გერმანიაში, 1.6 ისრაელში.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა

სოფიო ქაშაკაშვილი: რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით…