2024 წლის ყველაზე ძვირად ღირებული სპორტული იმპერიები – Forbes

ამერიკულმა Forbes-მა ყველაზე ძვირად ღირებული სპორტული იმპერიების 2024 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა. როგორც უახლესი მონაცემებით ირკვევა, ერთი წლის წინანდელ მონაცემებთან შედარებით, სიის ტოპ-ოცდახუთეულის ქონება კოლექტიურად 24%-ით გაიზარდა და $216 მილიარდს მიაღწია. შედეგად, წლევანდელი მონაცემებით, სპორტული იმპერიების საშუალო ღირებულება $8.6 მილიარდს უტოლდება.
ბოლო პერიოდში სპორტული გუნდების ღირებულება სწრაფი ტემპით იზრდება. საშუალოდ, ბეისბოლის მთავარი ლიგის (MLB), ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA), ნაციონალური საფეხბურთო ლიგისა (NFL) და ჰოკეის ეროვნული ლიგის (NHL) 124 გუნდის ღირებულება 2023 წელს გასულ წელთან შედარებით 26%-ით გაიზარდა.
სპორტული იმპერიების წლევანდელ სიაში, შარშანდელთან შედარებით ყველაზე დიდი – 155%-იანი ზრდა Harris Blitzer Sports & Entertainment-მა დააფიქსირა. ძირითადად, ჯოშ ჰარისის მიერ Washington Commanders-ის რეკორდული $6.05-მილიარდიანი შესყიდვით, სპორტული იმპერიის ღირებულება ახლა უკვე $11.9 მილიარდს უტოლდება. შედეგად, ამჟამად უკვე HBSE-ის აქციების ჯგუფი მოიცავს NFL-ის Commanders-ს, NBA-ის Philadelphia 76ers-ს, NHL-ის New Jersey Devils-სა და სხვა წამყვან კლუბებს.
მიმდინარე წლის რეიტინგში კი პირველობას კვლავ Liberty Media ინარჩუნებს, რომლის ყველაზე ძვირად ღირებული სპორტული აქტივი „ფორმულა 1“-ის ავტორბოლაა. მიუხედავად იმისა, რომ სპორტულ აქტივებში Liberty-ის საკუთრების წილების საერთო ღირებულება შარშანდელთან შედარებით 12%-ითაა შემცირებული, იმპერია $18.2 მილიარდით რეიტინგის ლიდერობას არ თმობს. დიდწილად Liberty-ის ღირებულების შემცირება გასულ ივლისში, იმპერიისგან Atlanta Braves-ის (ორგანიზაციის ამჟამინდელი ღირებულება – $2.6 მილიარდი) გამოყოფამ განაპირობა.
Monumental Sports & Entertainment-მა კი – რომლის მფლობელობაში არსებულ გუნდებს შორისაა NHL-ის Washington Capitals-ი, NBA-ის Washington Wizards-ი და WNBA-ის Washington Mystics-ი – იმპერიის 5.52%-იანი წილი გასული წლის ივნისში Qatar Investment Authority-ს მიჰყიდა.
მიმდინარე წლის რეიტინგს ახალწვეულებიც ჰყავს. Jacobs Family, რომელსაც მილიარდერი ჯერემი ჯეიკობს უფროსი ხელმძღვანელობს, Boston Bruins-ს ფლობს და ჩრდილოეთ ამერიკაში 50-ზე მეტ სპორტულ გუნდთან თანამშრომლობს. AEG-ი კი, Angeles Kings-ის გარდა, არენებს ფლობს და სხვადასხვა სპორტულ გუნდთან თანამშრომლობს.
Forbes-ის შეფასებით, 2023 წლის ყველაზე ძვირად ღირებული სპორტული იმპერიების რეიტინგი ასე გამოიყურება (* აღნიშნავს 50%-იან ან უფრო ნაკლებ წილს):
· Liberty Media – $18.22 მილიარდი; გრეგორი მაფეი (პრეზიდენტი და CEO)
ქონება: Formula 1, Overtime Sports*, F1 Arcade*, Drone Racing League*, Kroenke Arena Co.*, Meyer Shank Racing*.
· Kroenke Sports & Entertainment-ი – $15.59 მილიარდი; სტენლი კრონკე (მფლობელი)
ქონება: Los Angeles Rams, Denver Nuggets, Arsenal FC, Colorado Avalanche, Colorado Rapids, Altitude Sports & Entertainment, Colorado Mammoth
· Fenway Sports Group-ი – $12.95 მილიარდი; ჯონ ჰენრი და თომას ვერნერი (თანადამფუძნებლები)
ქონება: Liverpool FC, Boston Red Sox, Pittsburgh Penguins, NESN, Real Estate, Roush Fenway Keselowski Racing, Fenway Sports Management
· ჯერი ჯონსი – $12.8 მილიარდი; (Dallas Cowboys-ის მფლობელი, პრეზიდენტი და გენერალური მენეჯერი)
საკუთრებაში: Dallas Cowboys, The Star, Legends*, GameSquare Esports*
· Harris Blitzer Sports & Entertainment-ი – $11.86 მილიარდი; ჯოშ ჰარისი, დევიდ ბლიცერი (თანადამფუძნებლები)
სრულად იხილეთ: forbes.ge