2024 წლის ყველაზე უსაფრთხო ქალაქები დასახელდა – Berkshire Hathaway

რაც არ უნდა მიმზიდველი ჩანდეს მსოფლიოში ქალაქი, ტურისტები არასოდეს უნდა წავიდნენ კომპრომისზე უსაფრთხოების საკითხებში.
Berkshire Hathaway Travel Protection-ის ახალმა კვლევამ 2024 წლის მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო ქალაქები საერთო უსაფრთხოებაზე, დანაშაულის მაჩვენებელსა და სტიქიური უბედურებების საფრთხეზე დაყრდნობით გამოავლინა. ამის შესახებ Travel Off Path-ი წერს.
რეიტინგს სათავეში ამერიკის ჰავაის შტატის ქალაქი ჰონოლულუა, ეგზოტიკური დასასვენებელი ადგილი თეთრი პლაჟებითა და ხშირი ტყეებით, რომელიც მოგზაურებს მთელი მსოფლიოდან იზიდავს. ეს ქალაქი მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ქალაქად ითვლება დანაშაულის დაბალი მაჩვენებლის გამო.
ექსპერტები ამბობენ, რომ ჰონოლულუს იარაღზე მკაცრი კანონები და ცხოვრების მაღალი დონე ხელს უწყობს დანაშაულის დაბალ დონეს, ხოლო ტურისტების უსაფრთხოების ყველაზე დიდი საფრთხე აქ თევზის ნაკბენი და თავად ოკეანეა.
რეიტინგში მეორე ადგილი დაიკავა მონრეალმა, კანადის ერთ-ერთმა უდიდესმა ქალაქმა, სადაც ტურისტებს შეუძლიათ დატკბნენ რესტორნებით, პლაჟებითა და ღამის ცხოვრებით, ასევე ფრანგული სტილის არქიტექტურით.
მონრეალი მეორე ყველაზე უსაფრთხო ქალაქად ითვლება მსოფლიოში დანაშაულის დაბალი ინდექსით, სადაც სოლო ტურისტები თავს განსაკუთრებით დაცულად იგრძნობენ.
რეიტინგში მესამე ადგილი ისლანდიის დედაქალაქმა რეიკიავიკმა დაიკავა – აქ იმდენად უსაფრთხოა, რომ ქვეყანას რეალურად არ ჰყავს ჯარი, პოლიცია კი ქუჩებში იარაღის გარეშე პატრულირებს.
ისლანდიაში ყველაზე დიდი საფრთხე ბუნებრივი კატასტროფებისგან მოდის. მაგალითად, 2023 წლის ნოემბერსა და დეკემბერში რეიკიავიკში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე სეისმური და ვულკანური აქტივობის ზრდა განიცადა.
2024 წელს სამოგზაუროდ 10 ყველაზე უსაფრთხო ქალაქის სია ასეთია:
· ჰონოლულუ, ჰავაი, .
· მონრეალი, კანადა.
· რეიკიავიკი, ისლანდია.
· სიდნეი, ავსტრალია.
· ამსტერდამი, ნიდერლანდები.
· დუბაი, UAE.
· კოპენჰაგენი, .
· ლონდონი, ინგლისი.
· სეული, სამხრეთ კორეა.
· ვენეცია, იტალია.