2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები განხორციელდა

2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები განხორციელდა. პარლამენტმა საბიუჯეტო ცვლილებების პროექტი 87 ხმით მიიღო.
დოკუმენტი პლენარულ სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.
კაკაურიძის განცხადებით, ისევე როგორც გასულ წლებში, მიმდინარე წელსაც ეკონომიკური ტენდენციები გაცილებით მაღალი იყო, ვიდრე ბიუჯეტის დაგეგმვის დროს იყო პროგნოზირებული. მისი თქმით, განახლებული ბიუჯეტი წარდგენილია წლიური 9%-იანი ეკონომიკური ზრდის პირობებში.
ინფლაციის საშუალო მაჩვენებელი შემცირებულია და შეადგენს 1%-ს, ნომინალური შიდა პროდუქტის მოცულობა – 90 მილიარდ 805 მილიონი ლარია.
დამტკიცებული პროექტის თანახმად, 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი 1 126,5 მლნ ლარით იზრდება და 25 696,0 მლნ ლარს შეადგენს.
სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები ჯამურად 25 930.4 მლნ ლარია, რაც დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით 900.0 მლნ ლარით არის გაზრდილი.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – „ლელოს“ ჩვენთან და ჩვენ მათთან სალაპარაკო არა გვაქვს, ელაპარაკონ საკონსტიტუციო სასამართლოს და მათი ზოგიერთი წევრი – სისხლის სამართლის სასამართლოს, სადაც მათთან დაკავშირებული საქმეებია

ზურაბ ჯაფარიძე – ათამდე ადამიანთან მომიწია მტკიცება, რომ „ლელოს“ განცხადება არ იყო ბიძინასთან შეთანხმებული თამაში, ვისაც ვერ ვარწმუნებდი, ყველას ვთხოვე დალოდებოდნენ დღევანდელ დილას და „ოცნების“ პასუხს – აგერ, პასუხიც

დავით დარჩიაშვილი – კობახიძე-ივანიშვილის ტანდემმა უნდა გააცნობიეროს, რომ სათქმელია შემდეგი: „ვითარება არის მძიმე!“ – ამის აღიარებით ყველა დაინახავს, რომ ხელისუფლება გამოსავალს ეძებს