2024 წლის პირველ 5 თვეში მობილურმა ოპერატორებმა ₾340 მლნ მიიღეს – კომპანიების რეიტინგი

2024 წლის პირველი ხუთი თვის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობამ მობილურ კავშირგაბმულობაში 340 მილიონი ლარი გადაიხადა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 32.3 მილიონი ლარით ანუ 11%-ით მეტია. ამის შესახებ კომუნიკაციების კომისიის ანალიტიკურ პორტალზე გამოქვეყნებული სტატისტიკიდან ხდება ცნობილი.
კომპანიების შემოსავლების ზრდა ქვეყანაში აბონენტების გაზრდილი რიცხვით და მობილური კავშირგაბმულობის მომსახურების საშუალო ფასების ზრდით არის განპირობებული. მაისის მდგომარეობით ქვეყანაში 5,521,312 აქტიური აბონენტია, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 135,000 აბონენტით მეტია.