2024 წლის პირველ კვარტალში საქრთველოს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობამ 19 მილიარდ ლარს მიაღწია

2024 წლის პირველ კვარტალში საქრთველოს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობამ 19 მილიარდ ლარს მიაღწია
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველ კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 18 913.2 მლნ. ლარს გაუტოლდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 8.4 პროცენტი შეადგინა. მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროცენტული ცვლილება 2024 წლის პირველ კვარტალში 3.1 პროცენტით განისაზღვრა.
საქსტატის ცნობით, 2024 წლის პირველ კვარტალში, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (18.8 პროცენტი), განათლება (29.1 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (13.0 პროცენტი), მშენებლობა (10.3 პროცენტი), ინფორმაცია და კომუნიკაცია (12.2 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (9.7 პროცენტი). კლება აღინიშნა შემდეგ დარგებში: ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება (-11.6 პროცენტი), სხვა სახის მომსახურება (-11.2 პროცენტი), სამთომოპოვებითი მრეწველობა (-1.8 პროცენტი).
ამასთან, უწყების ანგარიშის მიხედვით, მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (13.5 პროცენტი) და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (11.1 პროცენტი). შემდეგ პოზიციებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა (9.2 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (8.3 პროცენტი), მშენებლობა (7.5 პროცენტი), განათლება (6.6 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (6.0 პროცენტი), ინფორმაცია და კომუნიკაცია (5.9 პროცენტი).

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენი მიზანია, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გავაუმჯობესოთ, ოპოზიციისგან საბოტაჟი არასდროს გვიკვირდა და ამ შემთხვევაშიც ერთგვარი საბოტაჟის მცდელობაც არ არის გასაკვირი

გურამ მაჭარაშვილი: სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს და დარწმუნებული ვარ, რომ არათუ თუ ჰელსინკის კომისია, ვერცერთი კომისია ვერაფერს დააკლებს საქართველოს, თუ ჩვენ ვიდგებით სწორ პოზიციაზე

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს