2024 წლის ორ კვარტალში PosTV-მ 3 მილიონამდე შემოსავალი მიიღო – “ფლანგვა”

2024 წლის მხოლოდ პირველ ორ კვარტალში PosTV-მ სხვადასხვა წყაროებიდან 3 მილიონამდე შემოსავალი მიიღო – ამის შესახებ ინფორმაციას “ფლანგვის დეტექტორი” ავრცელებს.
ასევე, ორგანიზაცია წერს, რომ არასრულ ერთ თვეში, პროპაგანდისტულმა მედიასაშუალება PosTV-მ “ოცნების” ანტიდასავლური განცხადებების სოციალურ ქსელში რეკლამირებისთვის 15,000 დოლარი გადაიხადა.
ტელეკომპანია PosTV-ის საკონტროლო პაკეტს რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე ფლობს.
“გამჭვირვალობის” მომხრე დეპუტატის ქონებრივი დეკლარაციები გაუმჭვირვალეა, რის გამოც ოთხჯერ დაჯარიმდა, თუმცა იგი მაინც არ უთითებს სრულ ინფორმაციას ქონების შესახებ”, – წერს “ფლანგვის დეტექტორი”.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?