„2024 წლის მეორე ნახევრიდან საგრძნობლად გაიზარდა ინტერესი ისეთი ქვეყნებიდან როგორებიცაა ინდოეთი, საუდის არაბეთი, არაბეთის გაერთიანებული საამიროები“ – Dreamland Oasis

„2024 წლის მეორე ნახევრიდან საგრძნობლად გაიზარდა ინტერესი ისეთი ქვეყნებიდან როგორებიცაა ინდოეთი, , არაბეთის გაერთიანებული საამიროები“ – Dreamland Oasis
საქართველოში ზაფხულის ტურისტული სეზონი დაიწყო. ვიზიტორს შორის არიან ტრადიციული და შედარებით ახალი ბაზრებიდან ჩამოსული სტუმრები. თუმცა, ტურისტების წარმოშობის გეოგრაფიული არეალი იზრდება და ტენდენციები იცვლება. რომელი ქვეყნებიდან სტუმრობენ საქართველოს უფრო მეტად? საკითხზე ,,კომერსანტი“ შავი ზღვის სანაპიროზე გაშენებული მრავალფუნქციური კომპლექსის ,,Dreamland Oasis”-ის მარკეტინგის ხელმძღვანელს ესაუბრა. მარიკა იაკობაძე აცხადებს, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში ინტერესი მზარდია ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან. მათ შორის ლიდერობს ინდოეთი, საუდის არაბეთი და არაბეთის გაერთიანებული საამიროები.
,,ბოლო ორი წლის განმავლობაში ცალსახად შეინიშნება ტენდენციების ცვლილება სტუმართა წარმოშობის გეოგრაფიული პროფილის თვალსაზრისით. ტრადიციულად, Dreamland Oasis-ის სტუმართა უმრავლესობა წარმოდგენილი იყო საქართველოდან და მეზობელი რეგიონებიდან, როგორიცაა სომხეთი, აზერბაიჯანი და ყაზახეთი. თუმცა, 2023 წლიდან და განსაკუთრებით 2024 წლის მეორე ნახევრიდან საგრძნობლად გაიზარდა ინტერესი ისეთი ქვეყნებიდან, როგორებიცაა ინდოეთი, საუდის არაბეთი, არაბეთის გაერთიანებული საამიროები და ზოგადად სამხრეთ–აღმოსავლეთ აზიის სახელმწიფოები.”- აცხადებს სასტუმრო ,,Dreamland Oasis”-ის მარკეტინგის ხელმძღვანელი.

მარიკა იაკობაძე განმარტავს, რომ ამ ბაზრებიდან ჩამომსვლელი ვიზიტორების ქცევა სპეციფიკურია. მისი თქმით, ინდოელი, აზიელი და არაბი ტურისტები, როგორც წესი, მოგზაურობენ ოჯახებით ან მცირე ჯგუფებად. ისინი დიდი მნიშვნელობას ანიჭებენ კონფიდენციალურობას და უსაფრთხოებას, რადგან ძირითადად არასრულწლოვან ბავშვებთან ერთად მოგზაურობენ.
,,ისინი, როგორც წესი, მოგზაურობენ ოჯახის წევრებთან ერთად და კრიტიკულია მაღალი ხარისხის მომსახურება, პერსონალიზებული მიდგომა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კვების მენიუს კულტურული შესაბამისობა. მათთვის მნიშვნელოვანია: მაქსიმალური კონფიდენციალურობა და იზოლირებული სივრცე, რის გამოც უპირატესობას ანიჭებენ აპარტამენტების ტიპის ოთახებს ან ობიექტებს, რომლებიც უზრუნველყოფს კერძო აუზებს. კვების კუთხით მოთხოვნადია სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინება, როგორიცაა ჰალალ საკვები, უალკოჰოლო სასმელების და პიკანტური კერძების ფართო არჩევანი. უსაფრთხოებისა და ბავშვებზე ორიენტირებული ინფრასტრუქტურის არსებობა ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია ამ სეგმენტისთვის, რადგან უმეტესწილად მოგზაურობენ მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად.”- აცხადებს ,,Dreamland Oasis”-ის მარკეტინგის ხელმძღვანელი.
რაც შეეხება საქართველოსთვის ტრადიციულ ბაზარს, ევროპელი ტურისტები უპირატესობას ანიჭებენ მომსახურების ხარისხისა და მის ფასთან თანაფარდობას.
,,ევროპელი ვიზიტორები ზოგადად უფრო დამოუკიდებლად მოგზაურობენ. ყურადღებას ამახვილებენ: ლოკალურ გამოცდილებაზე, როგორიცაა ტრადიციული სამზარეულო, კულტურული აქტივობები და ბუნებასთან სიახლოვე. მათთვის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მომსახურების ხარისხის და ღირებულების თანაფარდობა, ანუ ფასი უნდა შეესაბამებოდეს შეთავაზებულ მომსახურებას. ხშირად ითხოვენ ეკოლოგიურად პასუხისმგებელ და მდგრადი ტურიზმის ელემენტებს, მაგალითად, ადგილობრივი პროდუქტების გამოყენებას.”- აცხადებს ,,Dreamland Oasis”-ის მარკეტინგის ხელმძღვანელი.

ასევე დაგაინტერესებთ

„ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით, საქართველოს აბსოლუტურად ყველაფერი აქვს შესრულებული, მაგრამ ასევე მოგეხსენებათ, რომ მეორე მხრიდან არის შეჩერებულია საუბრები გაფართოებასთან დაკავშირებით“ – ირაკლი კობახიძე