2024 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში იმპორტირებულია 14.6 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების 13 489 ტონა მეორეული საბურავი. ქვეყანა მეორეულ საბურავებს ძირითადად გერმანიიდან, იაპონიიდან, ბულგარეთიდან, შვეიცარიიდან და ნიდერლანდებიდან ყიდულობს.
2024 წლის იანვარ-ოქტომბერში აღნიშნული ქვეყნებიდან იმპორტირებული საბურავების მაჩვენებლები ასეთია:
· გერმანია – 3 359 ტონა (3.36 მლნ დოლარის);
· იაპონია – 2 722 ტონა (3.48 მლნ დოლარის);
· ბულგარეთი – 1 885 ტონა (1.95 მლნ დოლარის);
· შვეიცარია – 1 762 ტონა (1.84 მლნ დოლარის);
· ნიდერლანდები – 1 129 ტონა (1.01 მლნ დოლარის)
რაც შეეხება ექსპორტს, მიმდინარე წლის ათ თვეში საქართველოდან ექსპორტზე გავიდა 161 ათასი აშშ დოლარის ღირებულების 180 ტონა საბურავი.
მეორეული საბურავების ექსპორტის დიდი ნაწილი 2 ქვეყანაში ხორციელდება:
· ყირგიზეთი – 128 ათასი აშშ დოლარის 177 ტონა;
· სომხეთი – 31 530 აშშ დოლარის 2.08 ტონა.