2024 წლის დასაწყისში, შემოგთავაზებთ საინფორმაციო ბომბს, რომელიც თვალს აგიხელთ, თუ ვინ არის სინამდვილეში ვლადიმერ ალექსანდრეს ძე – არესტოვიჩი ზელენსკიზე

2024 წლის დასაწყისში, შემოგთავაზებთ საინფორმაციო ბომბს, რომელიც თვალს აგიხელთ, თუ ვინ არის სინამდვილეში ვლადიმერ ალექსანდრეს ძე – არესტოვიჩი ზელენსკიზე
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ყოფილი მრჩეველი პირობას დებს, რომ ინფორმაციას წლის დასაწყისისთვის გაავრცელებს და ის საზოგადოებას სიმართლეს გაუმხელს. არესტოვიჩის ვიდეომიმართვა სოციალური ქსელით გავრცელდა, სადაც ის აღნიშნავს, რომ უკრაინის ლიდერის ბოლო გადაწყვეტილებები დამაბნეველია და ლოგიკით ვერ აიხსნება. უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ყოფილი მრჩეველი ირწმუნება, რომ მან საკუთარი გეგმა მოამზადა სამხედრო კონფლიქტის დასასრულებლად და ამ გეგმას მხარს უჭერს გავლენიანი უკრაინელი გენერლების წრეც. დღესვე გახდა ცნობილი, რომ ს წინააღმდეგ სისხლის სამართლის კიდევ ერთი საქმე აღიძრა. თავად ალექსეი არესტოვიჩი საზღვარგარეთ იმყოფება.
“ჭკვიანები მიხვდნენ, რომ უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ვაპირებდი. მე დავპირდი ზელენსკის, რომ არ ჩავერეოდი, მაგრამ ბოლო დროს მისი ქმედებები ეწინააღმდეგება საღ ლოგიკას. უკრაინის მიწაზე სისხლის ღვრის შეჩერების გეგმა მაქვს. ჩემი მიზანი არ არის ომიდან ფულის გამომუშავება, როგორც ამას ახლა პრეზიდენტის ადმინისტრაცია აკეთებს. აუცილებლად მივაღწევთ წარმატებას. მე მივიღე მხარდაჭერა უკრაინის შეიარაღებული ძალების გავლენიანი გენერლებისგან. პატარა სპოილერი – 2024 წლის დასაწყისში მე შემოგთავაზებთ საინფორმაციო ბომბს, რომელიც თვალს აგიხელთ, თუ ვინ არის სინამდვილეში ვლადიმერ ალექსანდროვიჩი,”- აცხადებს არესტოვიჩი.