მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში 2024 წლის დადგომას სხვადასხვაგვარად შეხვდნენ.
ავსტრალიაში სიდნეიმ როგორც წესი, ტრადიციული ფოიერვერკით აღნიშნა პირველი იანვრის დადგომა და ამჯერად, ცნობილი ოპერის სახლის 50 წლის იუბილეც. ცა ოქროსფერი და ვერცხლისფერი ფოიერვერკებით დაიფარა.
რთული ვითარებაა ღაზის სექტორში, სადაც მოქალაქეთა დიდ ნაწილს, დღესასწაულის ნაცვლად, ზრუნვა გადარჩენისთვის უწევს. ისრაელზე “ჰამასის” მებრძოლების თავდასხმის პასუხად დაწყებული ომის შემდეგ, ისრაელის საჰაერო და სახმელეთო ოპერაციას ადგილობრივი ცნობებით, ათასობით ადამიანი ემსხვერპლა. 12-კვირიანი ომის შემდეგ, ეგვვიპტის საზღვართან, ქალაქ რაფაში მოქალაქეები თავშესაფრის პოვნას და საარსებო საშუალებების მიღებას ცდილობდნენ. რაფა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დასახლებაა, რომელიც სექტორის სხვა ნაწილებიდან გამოქცეული მოქალაქეებისთვის შედარებით უსაფრთხო თავშესაფრად იქცა.
რუსეთში, პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, რომელიც მარტში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს, ახალი წლის სატელევიზიო მიმართვაში უკრაინაში მიმდინარე მოვლენები მხოლოდ ერთხელ ახსენა და რუს ჯარისკაცებს “გმირები” უწოდა. მიმართვაში მან რუსეთის ერთობისა და სამშობლოსთვის თავდადების შესახებ ისაუბრა.
უკრაინაში პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ომში მყოფ ქვეყანას უკვე მეორედ მიულოცა ახალი წელი. რუსეთის არაპროვოცირებული აგრესიის წინაშე მყოფი ქვეყნის ლიდერმა თქვა, რომ ამ ორი წლის განმავლობაში, უკრაინა უფრო ძლლიერი გახდა და მას უფრო რთული დაბრკოლებების გადალახვა შეუძლია. 20-წუთიაანი მიმართვისას სიტყვა “ომი” მან 14-ჯერ ახსენა.
დედოფალმა მარგარეტ მეორემ დანიაში გაკეთებულ საახალწლო მიმართვაში თქვა, რომ ნახევარ საუკუნეზე მეტხნიანი მმართველობის შემდეგ, ტახტის დატოვებას აპირებს. 14 იანვრიდან დანიის დედოფალს მისი უფროსი ვაჟი, ტახტის მემკვიდრე პრინცი ფრედერიკი ჩაანაცვლებს.
ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა თქვა, რომ ჩინეთი 2024 წელს ქვეყნის ეკონომიკის აღმავლობის დადებით ტენდენციას შეინარჩუნებს და სიღრმისეული რეფორმებით ეკონომიკის გრძელვადიანი განვითარება მოხდება.
ტაივანში კი პრეზიდენტმა კი თქვა, რომ მშვიდობისა და სტაბილლურობის შენარჩუნება ტაივანის სრუტეში ორივე მხარის პასუხისმგებლობაა, როგორც ჩინეთის, ისე ტაივანის.
ჩრდილოეთ კორეა 2024 წლისთვის სამი ახალი საჯაშუშო სატელიტის გაშვებით, სამხედრო დრონების შექმნითა და ბირთვული არსენალის გაუმჯობესებით იმუქრება. კიმ ჩენ უნის თქმით, ამერიკის პოლიტიკა ომს გარდაუვალს ხდის.
სამხრეთ კორეის მედიის ცნობით კი, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი და ჩინეთის პრეზიდენტი ურთიერთობებისა და თანამშრომლლობის გაღრმავებას აპირებენ.
საფრანგეთში პრეზიდენტმა ემანუელ ლმაკრონმა ფრანგი ხალხისადმი მიმართვისას თქვა, რომ ეს “საფრანგეთის სიამაყის წელი” იქნება. ამ ზაფხულს ოლიმპიურ თამაშებს სწორედ პარიზი მასპინძლობს, ნოტერდამის საკათედრო ტაძარი კი უდიდესი ხანძრის შემდეგ იხსნება.
გერმანიის კანცლერი ხალხს დაჰპირდა, რომ მიუხედავად 2023-ში მომხდარი არაერთი შეიარაღებული დაპირისპირებისა, “ბევრი ტანჯვისა და სისხლისღვრის” ფონზე, გერმანია ამ ყველაფერს მაინც გაუმკლავდება. კვირას პოლიციამ რამდენიმე ეჭვმიტანილი დააკავა, რომლებიც მათი განმარტებით, ახალი წლის ღამეს ისლამისტების თვდასხმას გეგმავდნენ ცნობილ, 8-საუკუნოვან გოთიკურ ტაძარში.
შეერთებულ შტატებში, ქალაქ ნიუ-იორკში ტრადიციულად ათობით ათასი ადამიანი შეიკრიბა. ისინი ტაიმს-სკვერზე ბროლის ბურთის დაშვებას ადევნებდნენ თვალს და საახალწლო კონცერტს ესწრებოდნენ. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ახალ წლამდე გამოქვეყნებულ ინტერვიუში იმედი გამოთქვა, რომ დღესასწაულის აღმნიშვნელ ადამიანებს ესმით – “ამერიკა მსოფლიო ლიდერობისთვის საუკეთესო პოოზიციაშია”.