2024 წლის გრემის გამარჯვებულები ცნობილია

ლოს-ანჯელესში 2024 წლის გრემის დაჯილდოების გამარჯვებულები გამოავლინეს.
რიგით 66-ე დაჯილდოების ტრიუმფატორი ამერიკელი მომღერალი ფიბი ბრიჯერსი გახდა, მუსიკოსმა 4 ჯილდო მიიღო. წლის საუკეთესო ჩანაწერად მაილი საირუსის Flowers დასახელდა.
გრემის რეკორდი დაამყარა ტეილორ სვიფტმა. ის პირველი სოლო შემსრულებელია, რომელსაც სხვადასხვა დროს საუკეთესო ალბომისთვის ჯილდო 4-ჯერ გადაეცა.
2024 წლის გრემის დაჯილდოების მთავარ კატეგორიებში გამარჯვებულები არიან:
საუკეთესო ჩანაწერი
მაილი საირუსი – Flowers
საუკეთესო ალბომი
ტეილორ სვიფტი – Midnights
საუკეთესო სიმღერა
ბილი აილიში – What Was I Made For
საუკეთესო ახალი არტისტი
ვიქტორია მონე
საუკეთესო პროდიუსერი
ჯეკ ენტონოფი
საუკეთესო სიმღერის ავტორი
თერონ თომასი
საუკეთესო პოპ სიმღერა
მაილი საირუსი – Flowers
საუკეთესო პოპ დუო
SZA და ფიბი ბრიჯერსი – Ghost in The Machine
საუკეთესო პოპ ვოკალური ალბომი
ტეილორ სვიფტი – Midnights
საუკეთესო როკ შესრულება
Boygenious (ჯულიან ბეიკერი, ფიბი ბრიჯერსი და ლუკა დაკუსი) – Not Strong Enough
საუკეთესო მეტალ შესრულება
Metallica – 72 Seasons
საუკეთესო როკ სიმღერა
Boygenious (ჯულიან ბეიკერი, ფიბი ბრიჯერსი და ლუკა დაკუსი) – Not Strong Enough
საუკეთესო როკ ალბომი
Paramore – This s Why
საუკეთესო ფილმის მუსიკა
ბარბი
საუკეთესო მუსიკა დაწერილი ფილმისთვის
ოპენჰაიმერი
საუკეთესო კლიპი
The Beatles – I’m Only Sleeping
საუკეთესო რეპ სიმღერა
Killer Mike – Scientists & Engineers
საუკეთესო რეპ ალბომი
Killer MIke – Michael
საუკეთესო ალტერნატიული ალბომი
ფიბი ბრიჯერსი – the record
გამარჯვებულთა სრულ სიას გაეცანით ამ ბმულზე.

ასევე დაგაინტერესებთ