„2024 წლის გაზაფხულიდან თბილისში უძრავი ქონების ფასები დაახლოებით 20%-ით დაიკლებს“ – ლევან კობერიძე

„2024 წლის გაზაფხულიდან თბილისში უძრავი ქონების ფასები დაახლოებით 20%-ით დაიკლებს“ – ამის შესახებ ბიზნესკონსულტანტმა ლევან კობერიძემ „კომერსანტთან“ განაცხადა.
მისი თქმით, ბოლო წლების განმავლობაში როგორც გასაქირავებელი, ისე გასაყიდი ბინების ფასები მიგრანტების დიდი რაოდენობიდან გამომდინარე, მკვეთრად იყო გაზრდილი. მათი დიდი ნაწილი ქვეყანას უკვე ტოვებს და შესაბამისად მოთხოვნის შემცირება მომავალ წელს ფასებზე აუცილებლად აისახება.
„პროცესი ისე მიმდინარეობს, რომ თუკი რაიმე ხელოვნური ჩარევა არ მოხდა, მოლოდინი მაქვს, რომ მომავალი წლის გაზაფხულის დასაწყისიდან თბილისში გასაყიდი ბინების ფასები დაიწევს დაახლოებით 20%-ით, არსებულ ფასებთან მიმართებით. ეს პროცესი ბათუმში უკვე დაიწყო, იქ რუსების მიერ საცხოვრებელი ადგილების დაცლა უკვე მიმდინარეობს, დან წამოვა ეს ტალღა და ძალიან სწრაფად გადმოვა თბილისში. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამ მიგრანტებს არა მხოლოდ იჯარით აქვთ აღებული ბინები, არამედ ნაყიდი აქვთ და თვითონვე აქირავებდნენ თანამოქალაქეებზე, ძალიან სწრაფად დაიწყებს ფასების კლება არამხოლოდ ქირაზე, არამედ გასაყიდ ბინებზე“, – ამბობს ლევან კობერიძე.
ბიზნესკონსულტანტი იმედოვნებს, რომ ფასების კლების პროცესში სახელმწიფო არ ჩაერევა და შესაბამისად, აღნიშნული პროცესი დადებითად აისახება უშუალოდ საქართველოს მოსახლეობაზე, რადგან მათთვის როგორც ბინის ქირაობა, ისე შეძენა, გაცილებით უფრო ხელმისაწვდომი გახდება.
„ვიმედოვნებ, რომ სახელმწიფო ამ პროცესებში არ ჩაერევა, როგორც ხშირ შემთხვევაში ხდება ხოლმე. დეველოპერული ბიზნესი, კონიუნქტურულად დაკავშირებულია სახელისუფლებო წრეებთან და არ გამოვრიცხავ რომ გარკვეული ინტერესებიც იკვეთებოდეს, ამიტომ როგორც წესი ისინი ხელს უშლიან ხოლმე საბაზრო პროცესის მიმდინარეობას და ხელოვნურად ხდება ამ ფასების შენარჩუნება. იმედია, რომ ხელისუფლება ასე არ მოიქცევა და საბაზრო ეკონომიკაში არ ჩაერევა“, – ამბობს ლევან კობერიძე.
PMCG-ს კვლევითი ორგანიზაციის მონაცემებით, 2023 წლის პირველ 9 თვეში 1.5 მილიონზე მეტი ს მოქალაქე შემოვიდა საქართველოს საზღვარზე, დამატებით 20 ათასი გავიდა, რაც საქართველოდან რუსების გადინების საწყის ეტაპზე მიუთითებს. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ რუსეთის მოქალაქეების გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე მომდევნო თვეებში ეტაპობრივად შემცირდეს.