2024 წლის არჩევნების გამჭვირვალეობა კითხვის ნიშნის ქვეშ | “ოცნებას” გრძელვადიანი დამკვირვებლები ამ დრომდე არ მოუწვევია

სტრატეგიული პარტნიორები საქართველოს არჩევნებისთვის ემზადებიან. ქვეყნის მეგობარი სახელმწიფოები ამ დრომდე ელოდებიან მოწვევას “ოცების” ხელისუფლებისგან 2024 წლის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიების გამოსაგზავნად.
ამ დროისთვის ეუთო-ოდირსა და სხვა საპარლამენტო მისიებს ოფიციალური განაცხადი არ მიღიათ. რატომ აჭიანურებს პროცესებს ივანიშვილის პოლიტიკური კლანი ოპონენტებისთვის პროგნოზირებადია, თუმცა საჯაროდ ხელისუფლება თავის მართლების რეჟიმშია და ამტკიცებს, რომ ოფიციალური მოწვევა საერთაშორისო მისიებისადმი თებერვალში გაიგზავნება.